დემნა: მხოლოდ იმიტომ რომ ახლახანს ჩვენი ოტ კუტიურ კაბა 350 000 ევროდ გაიყიდა, არ ნიშნავს, რომ …
0
“არსებობს მოსაზრება, რომ თუ ოტ კუტიურს აკეთებ, ხელმისაწვდომ მოდას თავი უნდა დაანებო. ჩემი აზრით, ეს მიდგომა ძალიან მოძველებულია. მხოლოდ იმიტომ რომ ახლახანს ჩვენი ოტ კუტიურ კაბა 350 000 ევროდ გაიყიდა, არ ნიშნავს, რომ ბოტასებს და მაისურებს აღარ გავაკეთებ. მე მიყვარს პრაქტიკული და ხელმისაწვდომი მოდა. ახლა ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, ყველა შეძლებს შეძენას, ვისაც მოსწონს რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” – წერს დემნა გვასალია სოციალურ ქსელში.