” სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა, იქვე თავი ბეტონის ფილას დაარტყა და შემდეგ ღელეში ჩავარდა, სადაც გარდაცვლილი ნახეს”
0
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ღელეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „ამავე სოფლის მცხოვრებია, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა, იქვე თავი ბეტონის ფილას დაარტყა და შემდეგ ღელეში ჩავარდა, სადაც გარდაცვლილი ნახეს,”- განუცხადა News.ge ადგილობრივმა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.