მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს
როდესაც მეკითხებიან, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა რა არის, ჩემი პასუხი ერთია – ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, -ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართულ მარლმსაჯულებას უნიკალური პრობლემა აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს შიგნითვე არსებობს ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, საკანონმდებლო და ...