პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. უწყების ცნობით ბუჩუკური რჩება სახელმწიფ დაცვის სამსახურის რიგებში, თუმცა საპატრიარქოში ის დღეიდან აღარ იმუშავებს. ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2017 წლის 25 თებერვალს დაინიშნა, რომელმაც სოსო ოხანაშვილი ჩაანაცვლა.