„სირაქლემას პოზაში ყოფნა ქვეყნისთვის დამღუპველია“
პარტია „მომავალი საქართველის“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ოკუპაციის ხაზთან, ოკუპანტების მხრიდან, ბანერების დამონტაჟების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება: „ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას, რაც თავისთავად დასაგმობია და სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მეორეს მხრივ, ჩემში დიდ გაკვირვებას იწვევს ხელისუფლების სრულიად უნიათო და უსუსური პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, […]