"სასამართლო სისტემის თავზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს"- ალექსი პეტრიაშვილი
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ როგორც გაირკვა, საკონსტიტუციო სასამართლო გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს დღეს არ მიიღებს. ამთ შორის საუბარია რუსთავი 2-ის, უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეზე
სწორედ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოს უდანაშაულობაზე გააამახვილა ყურადღება დღეს კიდევ ერთხელ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა. პეტრიაშვლის თქმით, უდანაშაულო ადამინები სხედან ციხეში და ისინი არიან პოლიტიკური ორთაბრძოლის შედეგად აყვანილი ტყვეები.
“საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა დაფუძნება საბოლოოდ და გადაწყვეტილება, ხერხემალში გადატეხვა სასამართლო სისტემის. რეალურად დღეს სასამართლო სისტემის თავზე ქართული ოცნების დროშა ფრიალებს. დღეს ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც დესტაბილიზაციაზე, რაღაც მეორე ტურებზე და რეიტინგებზე, ყველს ავიწყდება სამწუხაროდ, რომ უდანაშაულო ადამინები სხედან ციხეში, ისინი არიან პოლიტიკური ორთაბრძოლის შედეგად აყვანილი ტყვეები,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.
