"ბევრი მეორე ტური იქნება და ხალხის განწყობა ძალიან სერიოზულ არაპროგნოზირებად შედეგს დადებს" - ალექსი პეტრიაშვილი
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სიცრუეში გვაცხოვრებს. ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
“ორივე მხარის კომენტარები გაჭრილი ვაშლივით გავდა ერთმანეთს - ჩვენ ვიგებთ, პირველ ტურში, მეორე ტურში ხომ საერთოდ წავლეკავთ. ბოლო პერიოდში ორივე მხარე მართლა გვაცხოვრებს სიცრუეში, რეალობა სხვაა არის. არის ოჯახები, სადაც კარებს არ აღებენ. ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველას, ასე აღებენ კარს. არის ოჯახები მოგვბეზრდა ოცნება და ისე არ აღებენ კარებს. გაბრძანდნენ ამ ოჯახებში და ნახავენ რეალობას. ბევრი მეორე ტური იქნება და ხალხის განწყობა ძალიან სერიოზულ არაპროგნოზირებად შედეგს დადებს“- - განაცხადა პეტრიაშვილმა.
