კომუნიკაციების ეროვნული კომისია - "სგს" შესაძლო ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს
ნეპოტიზმი თუ უბრალო დამთხვევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეხება.
ცნობილი ხდება, რომ კომისიაში 2014 წელს შეიქმნა საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური, სადაც დასაქმდა მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ძმისშვილი, ნათლული, კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი და მისი მეჯვარე. კვლევის მიხედვით ამავე სამსახურში მუშაობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის შვილიც.
დიმიტრი ხუნდაძე ნეპოტიზმის ფაქტს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი შვილი საზოგადოებრივი დაცვის სამსახურში ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობს.
ზურაბ ტყემალაძე აღიარებს რომ საზოგადოებივი ინტერესების დაცვის სამსახურში მისი ძმის შვილიშვილი, ნათლული და ყოფილი თანამშრომელი ერთად მუშაობენ და ეს უბრალო დამთხვევაა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვერ აკონკრეტებენ რა გახდა აპარატის თანამშრომლების გაზრდის მთავარი მიზეზი, თუმცა კომისიაში ამბობენ, რომ საზოგადოების დაცვის სამსახური 2014 წლიდან ეფექტურად მუშაობს. როგორი იყო საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა და 2015 წლის ანგარიში უცნობია, რადგან ვებ გვერდზე ეს ინფორმაციაა განთავსებული არ არის.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა
