ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა - საქართველოდან წარდგენილი არცერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა
ცოტა ხნის წინ პარიზში დასრულდა ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა, სადაც იმსჯელეს საქართველოდან წარდგენილი 3-ვე კანდიდატის შესახებ და კომიტეტის გადაწყვეტილებით, არცერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა.
კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.
არ არის გამორიცხული კომიტეტმა თბილისის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად მთავრობამ კონრკუსი გამოაცხადა, რომელშიც 47 კანდიდატი მონაწილეობდა.
ამ კანდიდატურებიდან 5 კანდიდატი შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთვარობას წარუდგინა. ევროსასამართლომ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები განიხილა.
