მერიის მიერ დამტკიცებულ მირზაშაფის პროექტს "ენმ"-ს წევრები აპროტესტებენ
მერიის მიერ დამტკიცებულ მირზაშაფის პროექტს მაჟორიტარობის კანდიდატები აპროტესტებენ. ირაკლი აბესაძემ და ნიკა რურუამ დღეს ჟურნალისტებს ის პროექტები წარუდგინეს, რომლის განხორციელებაც მირზაშაფის ქუჩაზე იგეგმება.
მათი თქმით, თბილისის ისტორიულ უბანში კორპუსების მშენებლობა დედაქალაქის იერსახეს დაამახინჯებს და ეს უბანი ტურისტებისთვის მიმზიდველი აღარ იქნება.
მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ახალი პროექტის მშენებლობა ადგილობრივების ნაწილმაც გააპროტესტა.
„თბილისის მერია ვერ ახერხებს ქალაქის ისტორიული ქუჩის იერსახის შესაბამისი მშენებლობის განხორციელებას მირზაშაფის ქუჩაზე. რა თქმა უნდა აქ განაშენიანება უნდა აღდგეს, მაგრამ დაუშვებელია იმ მოცულობის და იმ კორპუსული ტიპის განაშენიანების გაკეთება, როგორიც თბილისის მერიამ მოიწონა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
