გოგა ონიანი ირაკლი აბუსრიძეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი აბუსრიძეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. გოგა ონიანის განცხადებით, აბუსერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებში. ონიანმა ფოტომასალაც წარადგინა.
“ირაკლი აბუსერიძე მერთან და გამგებელთან ერთად დადის ბაღებში დადის სკოლებში, მასწავლებლებს დირექტორებს აიძულებს მხარდაჭერას და ამ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის, #8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ონიანმა.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ირაკლი აბუსერიძე.
“სახვეწარი მე არც მოსახლეობასთან, არც პედაგოგებთან და არც ბაღის მასწავლებლებთან არაფერი არ მჭირს, გოგა ონიანისგან განსხვავებით. ერთსაც ვიტყვი, ოფიციალური წერილი მაქვს, რომ სტუმრის სტატუსით გახსნაზე ვიყავი მიწვეული. არანაირი აქტივობა არ იყო ჩემი მხრიდან, არსად ნახსენები არ ვიყავი. უბრალოდ სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული,“ -აღნიშნა ქართული ოცნების ისნის, #8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ.
