ანა მალიარი: რუსულ ჯარში პანიკა ვრცელდება, დეზერტირების რიცხვი იზრდება
რუსულ ჯარებში პანიკა ვრცელდება, სულ უფრო მეტი რუსი ცდილობს არ მოხვდეს უკრაინის საომარ ზონაში. ისინი გარბიან, არ ემორჩილებიან ბრძანებებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
„რუსი სამხედროების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც გაიარეს წვრთნა ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ამ თვის დასაწყისში, გადანაწილდნენ ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის საწვრთნელ მოედანზე, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, დანაკარგების შემდგომი აღდგენისთვის. საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები ცდილობენ თავი აარიდონ საომარი მოქმედებების ზონებში მოხვედრას“, – აღნიშნავს მალიარი.
მისი თქმით, დადასტურებულია დეზერტირების გაზრდის, ბრძანებებისგან თავის არიდებისა და თვითდასახიჩრების ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის თავიდან აცილების მიზნით.
მალიარის განცხადებით, პატიმრობისა და სიკვდილით დასჯის მუქარა არაეფექტურია და საოკუპაციო ქვედანაყოფების პერსონალის კიდევ უფრო დემოტივაციას ახდენს.