უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის სოფელ სტარომაიორსკოეზე დაამყარეს კონტროლი
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რაიონის დასავლეთით მდებარე სოფელ სტარომეაიორსკოეს განთავისუფლების შესახებ განაცხადეს. სოფლისთვის, რომელშიც ომამდე 1000-მდ ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები სტარომაიორსკოეს კონტროლზე საუბრობენ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.
სტარომაიორსკის დაკარგვა ხუთშაბათს დილით ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისის ერთ-ერთმა მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ აღიარა. სოფელზე კონტროლის დაწესების შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალურად, ჯერ არ გამოუცხადებია. აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მხარეების განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება ძალიან რთულია.