თინათინ წულაძე: მამა კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძე ამ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი აღარ არის. მას კონტრაქტი ამოეწურა, როგორც ქვეყნის სხვა თეატრების ხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მხოლოდ ოთხი (რუსთაველის, ჩრდილების, გაბრიაძის და გრიბოედოვის) თეატრის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეციის უფლება და დირექტორები პირდაპირი წესით დანიშნა, ზოგიერთ მათგანს კი ვადა გაუხანგრძლივა.
ასე არ მოხდა ლევან წულაძის შემთხვევაში. მედიაში უკვე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმოწერა. თეა წულუკიანი მედიასთან კომენტარისას განმარტავს, რომ ლევან წულაძეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა თავიდან მიიღოს.
მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე მაზმიშვილი ამბობს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ლევან წულაძე მედიასთან არ კონტაქტობს, რეჟისორს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამჟამად იზოლაციაშია. კოვიდი დაუდასტურდა ასევე მის შვილს, თინათინ წულაძეს და 5 თვის შვილიშვილს ანდრო კოტეტიშვილს.
– თინათინ, მამას მარჯანიშვილის თეატრის გარშემო მომხდარ ამბებზე აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი, რას ამბობს, მიიღებს კონკურსში მონაწილეობას?
– დიახ, აუცილებლად მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, როგორც ადრე, ახლაც მიიღებს…
წყარო