Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

თამუნა სირბილაძე: სადაც არ უნდა იყო, მაინც ხარ ქართველი მხატვარი და ყოველთვის გეძახიან ქართველ მხატვარს

0

“მე მომწონს, როცა ადამიანები ჩემი ნახატების ინტერპრეტაციებს იწყებენ. ჩემი ნახატები ძალიან ჰაეროვანია, უწონოა, მათ არა აქვთ კონკრეტიკა და სიმძიმე. ნახატები შეიძლება „ცუდი ნახატების“ კუთხით დაინახო და ისიც მხოლოდ ერთი ასპექტით. ამავე დროს ფერი ძალიან ღიაა სწორედ მისი იმპრესიონისტული სიცოცხლისმოყვარულობით. ასე თუ ისე, ჩემი ნახატები  მოქნილი უნდა იყოს,” –ამბობდა მხატვარი თამუნა სირბილაძე, რომელიც დაფასდა ყველგან, მაგრამ მისი შემოქმედების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ, ვიწრო წრეების გარდა, თითქმის არაფერი იცის.

წელს, თამუნა სირბილაძეს  50 წელი შეუსრულდებოდა.  ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას არტისტის არაჩვეულებრივი შემოქმედება.

ფერმწერი ნათია კალანდაძე

ნ. ჩ. – ბლოგერი ია მერკვილაძე, წერილში „წიგნი, როგორც თამუნა სირბილაძის სევდიანი მოგონება“, იხსენებს ჯული რაიანის სიტყვებს – „თამუნა სირბილაძის ადრეული ტილოები, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას შეიქმნა, გამოცდილი ხელოვანის ხელწერის, მანერულ სტილის, შინაარსიანი ტილოებია, რომელიც შექმნის დროსა და ადგილს შეესაბამება“, გაიხსენეთ თქვენი სტუდენტობის წლები, თამუნა სირბილაძე იმთავითვე გამორჩეული იყო? უყვარდა ექსპერიმენტები?

ნათია კალანდაძე – თამუნა, ალბათ, დაბადებიდან გამორჩეული იყო! მე რომ გავიცანი, 17 წლის იყო და მისი ფერწერა ისეთი ექსპრესიული და განსაკუთრებული იყო, რომ ჩვენი პედაგოგი, ნანა ოჩიაური ცდილობდა რაღაცნაირად მოეთოკა მისი ტემპერამენტი, რომ აკადემიაში გამოცდები ჩაებარებინა. ძალიან რთულად ემორჩილებოდა ავტორიტეტებს, ანუ ძალიან რთული იყო მისთვის აკადემიაში სასურველ ჩარჩოებში მოხვედრა. ჰქონდა საოცარი ენერგეტიკა და ხატვის დროს ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა. მერე ერთად მოვხვდით აკადემიაში, ერთად ვიმოგზაურეთ ჩვენს მესამე მეგობართან, ნინო დობორჯგინიძესთან მონუმენტურიდან თეატრზე, ბოლოს ფერწერის ფაკულტეტზე.

ნ.ჩ – ნათია, 90-იანი წლების გათვალისწინებით, მხატვრის სრული რეალიზება იმ პერიოდის საქართველოში ალბათ წარმოუდგენელი იყო. თამუნა სირბილაძე ტოვებს კიდეც საქართველოს. თუმცა, ის სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად იმეორებდა “მხატვარი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, ყველგან თავისი სამშობლო თან დააქვს. სად ამომიტივტივდება საქართველო, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, არასოდეს ვიცი”, – თქვენ, როგორც მხატვარი, ხედავთ მის შემოქმედებაში სამშობლოს?

ნათია კალანდაძე – თემატიკა თბილისის პერიოდში პრინციპში რაც პროგრამაში იყო, მას დიდად არ გაცდენილა (ნატურმორტი, პორტრეტი, შიშველი ნატურა) მაგრამ, თვითონ წერის მანერა ჰქონდა გამორჩეული. ძალიან დრამატული, თითქოს სიმფონიას წერდა. მასში იყო რაღაც ძალა, ამბოხება, ჩაიკოვსკის პირველი კონცერტივით.

საქართველო, გვიან პერიოდში სპონტანურად მის მონუმენტალურ ბროწეულებში მახსენდება. თუმცა, ასევე ხშირად გამოუყენებია ქართული შრიფტი. ქართლის დედის უზარმაზარი ტილო ხმლის ნაცვლად ფალოსის სიმბოლოთი მისი კრიტიკული თუ ირონიული ინტერპრეტაციაა საბჭოთა ხელოვნების? ეს ჩემი აზრით.

თამუნა სირბილაძე 1971 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში, მუსიკოსი დედის ნუნუ ღურჭუმელიასა და ინჟინერი მამის, ვახტანგ სირბილაძის ოჯახში. 1989 წელს მან დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1994 წელს ფერწერის განხრით დაამთავრა.

ხელოვნებათმცოდნე, კურატორი ნინო გუჯაბიძე

ნ.ჩ. – როცა თამუნა სირბილაძის შესახებ მასალებს ვეცნობოდი, ხშირად მხვდებოდა ფრაზა – მხატვარი, რომელიც დაფასდა ყველგან, გარდა საკუთარი სამშობლოსი. რით არის ეს განპირობებული – იმიტომ, რომ მან 90-იანებში დატოვა საქართველო თუ იმით, რომ საქართველოში არ ხდებოდა მისი შემოქმედების პოპულარიზაცია?

ნინო გუჯაბიძე – ეს ძირითადად ჩვენი ქვეყნის კულტურული პოლიტიკის ბრალია, სადაც არ ხდება რეალური მნიშვნელობების სწორი გააზრება და მათი სეგრეგაცია. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი საინფორმაციო მედიასაშუალებები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას კულტურულ მოვლენებთან მიმართებაში, ამდენად ვერ ხერხდება მისი სწორად გააზრება-გაფილტვრა. საქართველოს, საზღვრებს გარეთ ჰყავდა და ჰყავს ისეთი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანები ვისითაც რეალურად შეგვეძლო გვეამაყა. სწორედ მათ რიცხვშია თამუნა სირბილაძე. ვფიქრობ, რომ ეს არცოდნა ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის და ცნობადობისთვის წამგებიანი პოზიციაა. თამუნა სირბილაძე, მისი შემოქმედებითა და სამეტყველო ენით, ავსტრიელი ხალხისთვის ერთ-ერთ ცნობილ, გამორჩეულ მხატვრად იქცა. იმედს ვიტოვებ, თამუნა სირბილაძის შემოქმედებას ქართველი დამთვალიერებელიც უახლოეს მომავალში გაეცნობა და მის შემოქმედებას ისე შეიყვარებს როგორც ავსტრიელი ხალხი.

ნ.ჩ. – რითი გამოირჩევა თამუნა სირბილაძის შემოქმედება, რა არის ამ არტისტისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება?

ნინო გუჯაბიძე – ჩემთვის თამუნა სირბილაძის შემოქმედება სახელოვნებო რუკაზე გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. მის მიერ ფერით და ფორმით გათამაშებული დრამატურგიული აქცენტები ქმნის მისეული სურათხატების განუმეორებელ „პოტსდამენტს,“ რომლიდანაც დანახული არეალი, სამყაროს „დაუსრულებელი სიმრავლისკენ“ მივყავართ. თამუნა სირბილაძის ფერთა სამეტყველო ლექსიკონი მრავალფეროვანია, რომელსაც საოცარი სიზუსტით და სიღრმისეულად იყენებს. მის მიერ შექმნილი „პარალელური სამყარო“ რეალობაში ჩაძირვის, მისი ფილოსოფიური ტრანსფორმაციის შედეგია. ყოფიერების საზრისთან მიახლოების მცდელობა, მისი საიდუმლოს ბოლომდე შეუცნობლობის გააზრებაა.

ნ.ჩ. – დღეს, თამუნა სირბილაძე ცოცხალი რომ იყოს…

ნინო გუჯაბიძე – დღეს თამუნა სირბილაძე ცოცხალი რომ იყოს, ამ ეპოქალურ ავბედობის ჟამს, რა თქმა უნდა, კოვიდ-პანდემიას ვგულისხმობ, – ჩაკეტილობის დროს შექმნიდა ყველა უზარმაზარ, შთამბეჭდავ, თავისუფლებით სავსე ტილოებს, რომელსაც ,,დასასრული“ არ ექნებოდა..

——–
თამუნა სირბილაძე  2002 წელს  ცნობილ ავსტრიელ ხელოვანზე, ფრანც ვესტზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი შეეძინათ.

———-

ექიმი, თამუნა სირბილაძის და – ქეთი სირბილაძე

ნ.ჩ. – როგორც უფროსმა დამ, თქვენ ურჩიეთ თამუნას უცხოეთში სწავლის გაგრძელება, თუ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და აქვე გკითხვათ, რატომ ავსტრია?

ქეთი სირბილაძე – ავსტრიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრება თამუნას პირადი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ, ოჯახმა ხელი შევუწყვეთ ყველაფერში. იყო ეს მატერიალური დაფინანსება თუ საბუთების მომზადება. ავსტრია, ვენა განაპირობა იმან, რომ თამუნამ გააგზავნა მისი ნამუშევრების ფოტოები მეგობრების საშუალებით ვენის სამხატვრო აკადემიაში. ნახატები ძალიან მოეწონათ და მისაღებმა კომისიამ გამოუგზვნა მოწვევა გამოცდების ჩასაბარებლად. თამუნამ გადალახა მისაღები გამოცდების დიდი კონკურსი და მოხვდა ფრანც გრაფის ფერწერის კლასში. შემდეგ იყო სლეიდის სკოლა ლონდონში, სადაც თამუნამ გაცვლითი პროგრამით ისწავლა.

ნ.ჩ. – როგორ ფიქრობთ, თამუნას შემოქმედებაზე იქონია თუ არა გავლენა მეუღლის, ცნობილი ავსტრიელი მხატვრის ფრანც ვესტის შემოქმედებამ, მსოფლმხედველობამ?

ქეთი სირბილაძე – არა. თამუნას ხელწერა იყო ძალიან ინდივიდუალური. ფერის განსაკუთრებული აღქმა ჰქონდა. ფრანცის ცოლობა დასაწყისში აფერხებდა კიდეც მის კარიერას. ასე თვლიდა თვით ფრანცი. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარი (ჩემთან საუბარში აქვს ბატონ გია ბუღაძეს ნათქვამი) თვლიდა: “თამუნასთან ერთად ყოფნის შემდეგ, პირიქით ფრანც ვესტის შემოქმედება უფრო საინტერესო გახდაო”.

ნ.ჩ. – ქეთი, გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა თამუნას შემოქმედებაში

ქეთი სირბილაძე – ბევრი იყო ესეთი. ძალიან საინტერესო იყო მისი სოლო გამოფენა ლონდონში, ჯონათან ვინერის გალერეაში 2008 წ. “Painting and Elements”, სადაც შემთხვევით მისულმა სააჩიმ (Saatchi) თამუნას 16 ნახატი და მოხატული კედელი შეიძინა. ორიოდე წლის წინ კიდეც გამოიფინა ეს ნამუშევრები ლონდონში Saatchi gallery-ში. მნიშვნელოვანი იყო თამუნას ერთ-ერთი პირველი მონაწილეობა საერთაშორისო არტფეარ-Fiac-ზე. ძალიან კარგად მახსოვს თამუნას და ფრანცის რეაქცია, როცა უგო რონდინონემ პირველად გამოფინა თამუნას ნახატი “მადონა ბემბით” ნიუ-იორკში. მახსოვს ძალიან გახარებული იყო ფრანცი-ეს ნიშნავს ძალიან დიდი წარმატების დასაწყისსო. უგოს ცოლმა, ცნობილმა და ევროპის გაგოზიანად აღიარებულმა გალერისტმა, ევა პრესნერჰუბერმა გამოფინა თამუნა ციურიხის  გალერეაში. ეს იყო აღმავლობის გზა თამუნას კარიერაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პირველი სოლო გამოფენები პარიზში 2007 წელს “Inconcurrence” ColletPark Gallery-ში; 2010 წელს, ბერლინში “Laszive Lockungen” Charim Unger გალერეაში.
მაგრამ, ძალიან გამორჩეული იყო ვენის “სესესიონში” ჯგუფური გამოფენა. აქ თამუნა კვლავ უგო რონდინონემ მოიწვია და დაუთმო ერთი დიდი დარბაზი. სასწაული ინსტალაცია შეიქმნა თამუნას “ანსტრეჩ” გადაუჭიმავ ტილოზე ოილსტიკერით შექმნილი ნახატებით-ისინი ვიტრაჟებივით მოჩანდა დიდ დარბაზის კედლებზე. ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა თამუნა ნიუ-იორკის ორ სოლო გამოფენას 2015 წლის აგვისტოში “half gallery“ ბილ პაუერსთან და იმავე წლის ოქტომბერში -Jaims Fuentas Galleryში. ასევე, halfgallery გამოფენის შესახებ new-yorktymes-ში დაიბეჭდა ცნობილი არტკრიტიკოსის რობერტა სმიტის სტატია თამუნას შემოქმედების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა 2015 წლის დეკემბერში, რუბელების ოჯახმა (Rubell family- ცნობილი კოლექციონერები) არტ ბაზელ მაიამიზე წარადგინეს მათ მიერ შეძენილი თამუნას ნახატები. ეს უკვე იყო სერიოზული გარღვევა საერთაშორისო მასშტაბით. ბოლოს 2016 წლის იანვარში გაიხსნა ბრუსელში თამუნას ბოლო, მის სიცოცხლეში ჩატარებული სოლო გამოფენა Almin Rechის (პიკასოს შვილიშვილის ცოლის) გალერეაში.

ნ.ჩ. – თამუნა სირბილაძეს 50 წელი შეუსრულდებოდა, როგორ ფიქრობთ შეცვლიდა მის ხასიათს, მის შემოქმედებას ასაკი?

ქეთი სირბილაძე – მის ხასიათს ასაკი ვერ შეცვლიდა. ზუსტად ვიცი ისეთივე ენერგიული და დაუდგრომელი იქნებოდა, როგორიც იყო მანამდე. როგორი ლამაზი იყო, როგორი ძლიერი, როგორი სტოიკური. ისე ზუსტად აფასებდა მოვლენებს მის ირგვლივ, არავის არ გავდა, სულ სხვა ხედვა ქონდა ჩვეულებრივ ყოფაშიც. საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა, შეეძლო ყოველდღე დღესასწაული მოეწყო ყველასთვის. მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე მუდამ ზრუნავდა…. რამდენ რამეს შექმნიდა… მენანება, მენატრება

——
თამუნა სირბილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა –  “იმიგრირებული მხატვარი არ არსებობს. მხატვარი ყველგან ის არის, საიდანაც არის. რა თქმა უნდა ჩემს ნამუშევრებში ამოტივტივდება ხოლმე ბროწეულის თემა, სიმბოლოები. სადაც არ უნდა იყო, მაინც ხარ ქართველი მხატვარი და ყოველთვის გეძახიან ქართველ მხატვარს. ანუ, ნაციონალიზმი რასაკვირველია ხელოვნებას არ აქვს, მაგრამ თვითონ ხელოვანი სად დაიბადა ამას მნიშვნელობა აქვს ყველასთვის. თუმცა, ინსპირაციის შემთხვევაში, ტილოზე მუშაობის პროცესში ნაციონალიზმი ანულირდება.”
თამუნა სირბილაძეს დარჩა ორი არაჩვეულებრივი შვილი: ლაზარე და ემილი ვესტები. ბავშვები, რომლებიც გაჩნდნენ ვენაში, ავსტრიელი მამისა და ქართველი დედის ოჯახში,  თავისუფლად საუბრობენ ქართულად.

და ბოლოს – “თამუნა სირბილაძე იყო უდარდელობის ხილვადობის ხერხებისა და გამოხატვის სპეციფიური ნიჭის ნაერთი; მისი ენა კი სწრაფი, პირდაპირი, ეპიკურ ხატებში გარდაქმნილი. ამის შედეგია მისი ნაშრომების ინტელექტუალობა, რომელიც  მდიდარია ალუზიებით, პროდუქტიულობით, სექსუალობით, ოჯახითა და სიკვდილით. მისი ნამუშევრები ერთგვარად ანტისტერეოტიპული იყო, არსებული წარმოდგენებისა და ხატების „მსხვრეველი” – აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე, კურატორი ჯული რაიანი.

ცნობისათვის, წიგნში “თამუნა სირბილაძე”, რომლის პრეზენტაციაც ნიუ-იორკში გაიმართა, შესულია გერმანელი მწერლის, პოეტისა და კრიტიკოსის ბენედიქტ ლედებურისა და თამუნას საუბარი და ამ წიგნის სხვა ავტორების, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების: მაქს ჰენრის,  ჯული რაიანისა და ანა კატსის ტექსტები.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником


Спорт в России и мире
Москва

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Байрактар: Турция и Россия определили дальнейшие шаги по проекту "газового хаба"





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



VK Fest

Природа Башкортостана, страсть для гурманов и много музыки: как прошел VK Fest в Уфе. ФОТО



Москва

Синоптик Вильфанд заявил, что июнь в Москве по осадкам превысит норму

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net