მეწყერი ცურდება - ქალაქმა ისევ არ იცის როგორ გადაჭრას პრობლემა
მეცნიერების აზრით ლისის ტბის ფერდზე მოწყვეტილი მასა დღე-ღამეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით ცურდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნაპრალი ღრმავდება. მოსახლეობა ვაშლიჯვრის დასახლებაში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.