Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

საიტი "პერვაია კრიმსკაია" ადგურ  არძინბას 60 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს

0
საიტი

აფხაზეთის სოციალურ ქსელებში მთელ რიგ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით აქტიურად განიხილავენ დოკუმენტებს, რომლებიც მოწმობს როგორ მოიპარეს აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ და სასტუმრო „გრანდ ოტელ სუხუმ 2“-ის მფლობელმა ოთარ კაკალიამ 60 მილიონი რუბლი. ოთარ კაკალია „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ამბავი სიცრუეა, დოკუმენტები კი - ფალსიფიცირებული.

საიტზე "პერვაია კრიმსკაია" (Первая крымская), გამოქვეყნდა პუბლიკაცია სახელწოდებით „ აფხაზეთში 60 მილიონის ოდენობის რუსული ინვესტიცია დაიკარგა“. ეს ფული „გრანდ ოტელ სუხუმის“ მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო. გამოცემის თანახმად, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ რუსული ფინანსური დახმარების გაფლანგვის ფაქტს.

"პერვაია კრიმსკაია"-ს პუბლიკაციას ავტორი არ ჰყავს, თუმცა სტატიაში მითითებულია მისამართი სადაც იძებნება იმ დოკუმენტების ასლები, რომლითაც მასშტაბური გაფლანგვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ექსმინისტრსა და ამ დროისათვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ადგურ არძინბას ბრალდება. დოკუმენტების ასლები სოციალურ ქსელში დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის მრჩეველმა, ბლოგერმა სარია ჩამაგუამ გამოაქვეყნა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2016 წელს, „გრანდ ოტელ სუხუმ2“-ის ანგარიდან შპს „იუგ სტროი კომპლექტის“ ანგარიშზე ორჯერ გადაირიცხა ჯამში 60 მილიონ რუბლზე მეტი. ორივეჯერ თანხა სოხუმის „სბერბანკში“ განაღდდა.

სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. როგორც შპს „გრანდ ოტელ სუხუმ 2“-ის ხელმძღვანელი ოთარ კაკალია ირწმუნება, პროექტის დასასრულებლად კიდევ 23 მილიონი რუბლია საჭირო“.

იმის გასარკვევად, რა არის ამ ისტორიაში სიმართლე და საიდან გაჩნდა დოკუმენტები, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა მიმართა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრეს-მდივანს გიორგი ბერზენიას, რომელიც ადგურ არძინბასთანაც მუშაობდა. საიტ "პერვაია კრიმსკაია"-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ მორიგ ანონიმურ მასალებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ადგურ არძინბამ თავადაც არაერთხელ მიმართა გენერალურ პროკურატურას არაერთი ასეთი გამოხტომის გამო, რათა მას სამართლებრივი შეფასება მიეცა. იგი ყოველთვის გამოხატავს გახსნილობას და მზადყოფნას უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას და დაეხმაროს სამართალდამცავ ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ბერზენიამ.

„ეხო კავკაზამ“ კომენტარისთვის მიმართა სარია ჩამაგუასაც, რომელსაც ეყრდნობა "პერვაია კრიმსკაია"-ში. „ეხო კავკაზამ“ მას კითხა, რამდენად დარწმუნებულია კორუფციის ამსახველი დოკუმენტების სანდოობაში.

„დოკუმენტები მე არაგულგრილმა მოქალაქეებმა გადმომცეს. ისინი ოფიციალურად უკვე გაგზავნილია პროკურატურაში. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალური პროკურატურა ამ დოკუმენტების ნამდვილობას ადვილად დაამტკიცებს. მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე გაჩუმება არ შეიძლება. ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს, რათა ხალხმა ყველაფერი იცოდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროკურატურამ ხალხს უნდა წარუდგინოს დეტალური ანგარიში და არა მშრალი კომენტარი“,- უთხრა „ეხო კავკაზას“ სარია ჩამაგუამ.

შპს „გრანდ ოტელ სუხუმ2“-ის დირექტორი, ოთარ კაკალია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბია:

„გენერალური პროკურატურა ამ საქმეზე ვერანაირ მოკვლევას ვერ აწარმოებს, რადგან აღნიშნულთან ყოფილ ეკონომიკის მინისტრს საერთო არაფერი აქვს...ყველაფერი დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ. ეს არის კერძო თანხები და არა საბიუჯეტო. ეს არის ფული, რომელიც ჩვენს კომპანიას კომერციულმა ბანკმა მისცა. ეს არაა ის ფული, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციების ხაზით შემოვიდა. ეკონომიკის სამინისტრო ამ პროექტში ჩვენ დახმარებას გვიწევდა, რაც ნორმალური მოვლენაა...ჩვენი ბანკის მიერ გაცემულ დედანში მკაფიოდ წერია, რომ თანხა გაიგზავნა მშენებლობისათვის და ეს არის წინასწარი გადასახადი სამშენებლო-საკონტრაქტო სამუშაოებისათვის...ამ ყალბ გადახდის ქვითრებში კი კომპიუტერული შრიფტითაა დამატებული, რომ თანხა რაღაც საკონსულტაციო მომსახურებისთვის გადავიხადეთ. ნათელია, რომ ეს არის გაყალბებული და ამის მიზანი ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“, - აღნიშნა ოთარ კაკალიამ. მან განაცხადა, რომ შეუძლებელი იქნებოდა სასტუმროს აშენება, 195 მილიონი რუბლიდან 60 მილიონი რომ მოეპარათ.

„ჩვენ ვაშენებთ მშვენიერ ობიექტს, მშვენიერი აუზით, პანორამული რესტორნით და ჩვენ 70 ადამიანს ვაძლევთ სამუშაოს. ჩვენ ვმუშაობთ და ყალბი ინფორმაციაში გარკვევის დრო არ გვაქვს. ეს რაღაც პოლიტიკური კინკლაობაა, ვიღაცას ვიღაცის ჩაძირვა სურს და ამ საქმეში მე მონაწილეობას არ ვღებულობ. ჩვენ მეწარმეები ვართ, დიდი ხანია პოლიტიკიდან წავედი“, - ამბობს „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ოთარ კაკალია. მისი თქმით, ობიექტი თითქმის დასრულებულია, ნაწილობრივ ფუნქციონირებს და ტურისტებსაც ემსახურება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ ქაჯაიამ „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისი თანაშემწე სარია ჩამაგუა უშტატო თანამშრომელი იყო და ამ დროისათვის იგი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ


Спорт в России и мире
Москва

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Песков счёл ошибкой думать, что в отношениях Москвы и Анкары наметились проблемы


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оркестр

Оркестр штаба Тихоокеанского флота выступил в столице БАМа



Москва

Захарова назвала заявления Путина о ядерном оружии абсолютно четкими

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net