Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

ხელისუფლება ფარულად უთვალთვალებს ხელისუფლებას? — ჩანაწერებზე მარტივად

0

23 მარტს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე, რომელშიც სუს-ის აგენტი ამტკიცებს, რომ შს მინისტრის მოადგილე უკანონო დავალებებს აძლევდა. მაგალითად, , პირადი ცხოვრების კადრების მოსაპოვებლად დაემონტაჟებინა სათვალთვალო აპარატურა სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის, პოლიტიკურად აქტიური პირების სახლებში. საქმე, ასევე, აღიძრა კიდევ ერთი ტელეკომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფარული კამერით უთვალთვალებდნენ თავად მინისტრის მოადგილეს, საკუთარ სამუშაო კაბინეტში. 

გამოძიების პარალელურად, კახაბერ საბანაძემ დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და ეს გადაწყვეტილება “გამოძიების ნდობის უზრუნველყოფის მიზნით” ახსნა.

ერთი კადრი: ათობით საიდუმლო ჩანაწერის ანონსი?

20 მარტს „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის კაბინეტში გადაღებული ფოტო. მისი მიმწოდებელი წყარო - არხის ინფორმაციით - ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ერთი კადრია ვრცელი, ფარულად გადაღებული ვიდეოდან, რომელიც 2019 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. 

კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილედ 2017 წელს დანიშნა მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრი გახდა 2019 წლის 8 სექტემბერს. მანამდე საბანაძე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე.

ფოტოზე ჩანს, რომ საბანაძე ვიღაცას ესაუბრება, თუმცა უცნობია ვის. კადრი, დიდი ალბათობით, საბანაძის კაბინეტშია გადაღებული, რასაც სხვა, საჯაროდ გადაღებულ ფოტოებთან შედარება მოწმობს. 

 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სრული ვიდეო ჩანაწერის შინაარსი მათთვის უცნობია, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გატანილია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერის ათობით ჩანაწერის ასლი. ​

„ვინ გადაწერა საიდუმლო ფაილები და ვის გადასცა ჩვენთვის უცნობია“ - ამბობენ ტელეკომპანიის  ჟურნალისტები. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერების გაჟონვის თარიღი ემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, 31 წლის ივანე გულაშვილის დაკავებას, სავარაუდოდ, სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის ბრალდებით.

„ბევრი ჩანაწერები მაქვს, რის გამოც შეიძლება მომკლან“ - ვინ არის ივანე გულაშვილი?

სანამ დააპატიმრებდნენ, 2019 წლის 24 ნოემბერს ივანე გულაშვილი „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და ინტერვიუ მისცა, რომელშიც მისი საქმიანობის შესახებ ყვება. 

„მას შემდეგ ივანე გულაშვილი აღარ გამოჩენილა. და ჩვენც ვეღარ მივაკვლიეთ მას. მისი თანხმობის გარეშე საფრთხეს მას ვერ შევუქმნიდით, ამიტომ ინტერვიუ გადავდეთ არქივში“, - თქვა გიორგი გაბუნიამ, „მთავარის“ ჟურნალისტმა და მაყურებელს ინტერვიუ ჩაწერიდან თითქმის 1,5 წლის დაგვიანებით შესთავაზა - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე „ტვ პირველმა“ გულაშვილის ვინაობა გაასაჯაროვა. 

“აღარ მინდა ასე ცხოვრება“, - ასე ხსნის ივანე გულაშვილი „მთავართან“ კავშირზე გასვლას და  შიშობს, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. 

ინტერვიუში გულაშვილი ჰყვება, რომ ფორმალურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაფორმებულია როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი. თუმცა რეალურად მისი საქმე ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება და დავალებებს ერთადერთი უფროსისგან, კახა საბანაძისგან იღებს. [მანამდე, მისივე თქმით, დირექტივებს იღებდა ნიკოლოზ შარაძისგან, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსია].

“ბევრი ჩანაწერები მაქვს, რომლის გამოც შეიძლება მომკლან”, - აცხადებს ინტერვიუში გულაშვილი და ამატებს, რომ კახა საბანაძისგან, მათ შორის, უკანონო დავალებებს იღებდა.

20 ივნისის ბრძანებები

„ტვ პირველისა“ და „მთავარის“ ეთერში გასული ხმოვანი შეტყობინებების თანახმად, კახა საბანაძე გულაშვილს ავალებდა „გავრილოვის ღამით“ ცნობილი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ დამონტაჟებული ეკრანისა და ხმის აპარატურის დაზიანებას. 

სწრაფად იმოქმედეთ, სწრაფად! ხომ არის უკვე დაზიანებული?! გადმოეცი რამდენი მონიტორია უკვე დაზიანებული. სწრაფად იმოქმედეთ, რომ არ მოხდეს ამათი დაპირისპირება. სწრაფად მითხარი, რამდენი გაქვთ დაზიანებული ჯამში.

გაფრთხილების ხმები იფარება და ამიტომ სასწრაფოდ გაანეიტრალეთ.

დასაზიანებელია, ოღონდ ისე ტექნიკურად, რომ მერე შეიძლება აღდგენასაც დაექვემდებაროს. სხვა შანსი არ გვაქვს ახლა. თუ ეგ არ განეიტრალდა მიმართულებას ვერ მივცემთ ხალხს.

დააზიანე ისე, რომ არ ეტყობოდეს მექანიკური დაზიანება. ისე რო თითქოს ბუნებრივად არის დაზიანებული. იმოქმედე დროულად.

გულაშვილის მტკიცებით, პირადად შეაგროვა  პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებით აქციის დაშლის პროცესს. ეს ჩანაწერები უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, ან ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმებში. თუმცა ჩანაწერები ვერც სახალხო დამცველის ოფისმა მოიპოვა. 

„7 ვინჩესტერი ამოვიღე პარლამენტის სარდაფიდან, სადაც იწერდა სერვერი. შიდა და გარე კადრები“, - ამბობს ივანე გულაშვილი და განაგრძობს: „დამტვრეულია და გადაყრილია სადღაც. მაგ კადრებს ვეღარავინ ვერ ნახავს“.

ანა დოლიძის თვალთვალი

გულაშვილი იხსენებს, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა ადამიანის საცხოვრებელ სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვების მიზნით. მისივე თქმით, ერთ-ერთი სახლი დიღომში, გუდვილთან მდებარეობდა და ის ანა დოლიძეს ეკუთვნოდა. 

დოლიძე ადასტურებს, რომ მისი სახლი დიდ დიღომში მდებარეობს და მისი შიდა ინტერიერი ემთხვევა გულაშვილის აღწერას - არის პატარა, ოროთახიანი ბინა; შესასვლელშივე იყო პოლიტიკოსის, მისი ბავშვის და მისივე დის სურათები; აქვს პატარა აივანი, სადაც თავიდან იყო ველოსიპედი.

რაც არ ემთხვევა არის დრო - 2014 წელს, როცა ანა დოლიძის სახლში, სავარაუდოდ სათვალთვალო აპარატურა დაამონტაჟეს, ის საქართველოში არ ცხოვრობდა. 

მუსლიმთა შეიხის შანტაჟი

ივანე გულაშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ვირუსი ჩატვირთა სრულიად საქართველოს მუსლიმთა ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერში. 

„ჩვეულებრივი ვირუსია - ისმენ, კამერას რთავ ისე, რომ ვერც ხვდება ადამიანი“, - ამბობს გულაშვილი. 

აქპეროვი ამტკიცებს, რომ 2013 წელს ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს და პირადი ცხოვრების კადრების მუქარითა და შანტაჟით თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.

გიორგი რურუას თვალთვალი

ივანე გულაშვილის განცხადებით, მას, ასევე, დაავალეს გიორგი რურუას მანქანისთვის GPS მოწყობილობის დამაგრება, რომლითაც მის მოძრაობას დააკვირდებოდნენ. 

გიორგი რურუა - რომელიც 20 ივნისის შემდეგ ანტისამთავრობო, ანტისაოკუპაციო აქციების სერიას აფინანსებდა და ასევე, თანამფლობელია ოპოზიციური „მთავარი არხის“, უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 2019 წლის 18 ნოემბერს.

„რასაც ვიძახი ყველაფრის დამტკიცება შემიძლია“, - ამბობს ივანე გულაშვილი, რომელიც ციხეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დატოვებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный


Спорт в России и мире
Москва

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лесничие и студенты Можайска провели субботник у истока Москвы-реки





Путин в России и мире
Москва

Орбан посоветовал "не дергать русских за усы"


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Крутой

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты



Москва

Школьников Подмосковья приглашают присоединиться к программе «Профессионалитет»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net