Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 მარტს

0

დანიელსონის დაბრუნება, გადამდგარი ელჩი და მოწოდებები ბრიუსელიდან

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. ეს განცხადება ტვიტერზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ საღამოს გააკეთა.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით უკვე მიღწეული პროგრესი. კომპრომისების მიღწევის დროა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩემი წარმომადგენელი ისევ დაბრუნდება, რომ განაგრძოს მედიაცია“, - წერს შარლ მიშელი.

შარლ მიშელი 22 მარტს შეხვდა საქართველოში მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. გადაწყდა, რომ ის ამ კვირის ბოლოს ესტუმრება საქართველოს.

დანიელსონმა 19 მარტს დატოვა თბილისი და მასთან ერთად სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ოპოზიცია და ხელისუფლებაც. მას მერე ხელისუფლება პროცესის წარუმატებლობას ოპოზიციის უსაფუძვლო სიჯიუტესა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აბრალებს. ოპოზიციაში კი კვლავ დარწმუნებული არიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“, დიალოგის არაკონსტრუქციულად წარმართვით, ევროკავშირის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა და პრაქტიკულად უარი თქვა ევროპულ ფასეულობებზე. ოპოზიციის მიერ ამის ნაწილად განიხილება ასევე საქართველოს წარმომადგენლის ევროკავშირში, ნატალია საბანაძის მოულოდნელი გადადგომის ფაქტი. ჯერ კიდევ პასუხგაუცემლად რჩება თბილისში ყველა შეკითხვა მისი გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან მედიასთან გააკეთა მოკლე კომენტარი.

ყოფილმა პრემიერმა მოგვიანებით ტვიტერზეც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დააზუსტა, რომ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს. "საქართველოს ესაჭიროება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და მისი ევროპული მომავლისთვის რეალური გეგმის შემუშავება", - დაწერა გახარიამ.

 

 

ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გახარია პარტიის შესაქმნელად ემზადება. მედიაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ახალი პარტია შესაძლოა, "ქართული ოცნების" სიაში მის მიერ ჩასმული კადრებით დაკომპლექტდეს, დაფინანსება კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან მიიღოს.

ყოფილი პრემიერის განცხადებას მისი ყოფილი თანაგუნდელების ნაწილისგან სკეპტიკური კომენტარებიც მოჰყვა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მისი „შემობრუნება“ კითხვის ნიშნებს ბადებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ზარქუა გახარიას გეგმებზე: არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდილი

 

 

აშშ-ის სენატში გაიმართება მოსმენა საქართველოს შესახებ

23 მარტს ვაშინგტონში, აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართება მოსმენა „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“. დისკუსიას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება.

ჯინ შაჰინი იყო ერთ-ერთი სენატორი, რომელმაც თებერვალში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ.

გასულ თვეში 4 ამერიკელი კანონმდებლის ამ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ძალით შეჭრილიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისი ლიდერის ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ღრმა შეშფოთებას იწვევდა.

 

 

გერმანელი სპეციალისტები მეწყრის შესასწავლად ჩამოვიდნენ, გეგმა დღეს გახდება ცნობილი

გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ მოიწვია უკვე საქართველოში არიან. მათ დღეს უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ რა ღონისძიებები იქნება გასატარებელი მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, ლისის ფერდობზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილ მეწყრულ მასასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად რა მიზანი დაუსახა მერიამ სპეციალისტების ჯგუფს ჯერ უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კვლევისა და პროექტირების პროცესი მიმდინარეობს.

ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა 22 მარტს თქვა: „ნაპრალი არ არის სტაბილიზაციაში, რა თქმა უნდა, პროგრესირებს. მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყერული პროცესის მიმდინარეობა, უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები...“

წაიკითხე მეტი.

 

 

იენს სტოლტენბერგი: NATO მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ ძალისხმევაში

NATO -ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა და ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას მხარდაჭერა აქვს.

„ნატოს კარი ღიაა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ახალი წევრების, ჯერ მონტენეგროს და სულ ახლახან ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით. და ეს რაღაც თეორიული მოსაზრების დემონსტრირება კი არ გახლავთ, არამედ ღია კარი ეს არის ის რეალობა, რომელიც ნატოში დგება მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის არსებობს თანხმობა და როდესაც ქვეყანა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის, აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მან ახლახან ეს მესიჯები საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გააცნო.

წაიკითხე მეტი.

 

 

რუსეთის სასამართლო: ნავალნის მოწამვლაზე საქმე არ აღძრულა "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო"

რუსეთის სასამართლოში გამართული მოსმენის მიხედვით, ციმბირის სატრანსპორტო პოლიციამ აგვისტოში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა, ვინაიდან „ამ შემთხვევაში დანაშაულის კვალი არ იქნა აღმოჩენილი“.

ამის თაობაზე 235-ე სამხედრო სასამართლოს მოსამართლე ტოლკაჩენკომ განაცხადა 22 მარტს სასამართლო პროცესზე, რომელიც ნავალნის საჩივრის საფუძველზე გაიმართა. ნავალნი სამართალდამცავ ორგანოებს ბრალს სდებს, რომ მათ არ გამოიძიეს მასზე თავდასხმა, რომელსაც კინაღამ ემსხვერპლა.

ნავალნის ადვოკატის, ვიაჩესლავ გიმადის თქმით, რომელიც წარმოადგენს ნავალნის ამ პროცესზე, არც ნავალნისთვის და არც მისი ადვოკატებისთვის არ შეუტყობინებიათ ციმბირის სატრანსპორტო პოლიციის გადაწყვეტილების შესახებ.

წაიკითხე მეტი.

 

 

მედდის საქმე - კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოჯახი ელის

28 წლის მედდას, მეგი ბაქრაძეს, მშობლიურ სოფელ ენთელში, დღეს, 23 მარტს საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე დაკრძალავენ. მერი 24 მარტს 29 წლის გახდებოდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

28 წლის მედდა 19 მარტს გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში მედდის გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად კოვიდ-ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის „ასტრაზენეკასა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ.

მეგი ბაქრაძემ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, 18 მარტს, 12:15 საათზე გაიკეთა. ამის შემდეგ, მან მედიას მცირე კომენტარი მისცა და კოლეგებს აცრისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია აცრიდან დაახლოებით 30 წუთში განუვითარდა. კლინიკის ექიმების ცნობით, ქალს ჯერ კანის ქავილი დაეწყო, შემდეგ, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, რასაც გონების დაკარგვა მოჰყვა. როგორც „იმედის“კლინიკური მენეჯერი, მზევინარ კაკოშვილი ჰყვება, ქალს ანტიშოკური დახმარება ალერგიის გამოვლენიდან რამდენიმე წამში ჩაუტარდა.

როგორი იყო გარდაცვლილი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრამდე და რა შეკითხვები აქვს ოჯახს? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

 

 

 

 

 

 

ცხოველთა თავშესაფარი მისი ბინადრებისთვის ციხეა. ძაღლებისა და კატების გარდა, დათვების თავშესაფრის აუცილებლობაც დადგა.

რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლება შევუქმნათ იდეალური პირობები ცხოველებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ? რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ცხოველები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილ თავშესაფრებში არიან მოთავსებულნი, თავისუფლები იყვნენ?

± 21 ათვალიერებს თავშესაფრებს თბილისსა და ცხვარიჭამიაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: На северо-западе Москвы открылся волонтерский центр «Доброе место»


Спорт в России и мире
Москва

Неделя легкой атлетики пройдет в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Орнитологи напомнили москвичам, как вести себя при встрече с птенцами





Путин в России и мире
Москва

«Так вкусно»: Путин поблагодарил главу Минсельхоза Узбекистана за фрукты


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

«Мы думали, что будет легче!» Оксана Самойлова и Джиган будут выживать в песках дубайской пустыни в шоу «Выжить в Дубае. Возвращение» на ТНТ



Москва

Асад объявил кое-что важное. До победы там Сирии и России остались месяцы?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net