ზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებამდე პარტიებს მოუწოდებს იმუშაონ კომპრომისისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას, მიმდინარე კვირის ბოლოს კვლავ გამოაგზავნოს საქართველოში მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. „მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე".
შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკური პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.
19 მარტს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.