ვლადიმირ პუტინი 23 მარტს კორონავირუსზე აცრას ჩაიტარებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ 23 მარტს კორონავირუსზე აცრას ჩაიტარებს, მაგრამ ეს არ იქნება საჯარო ღონისძიება და ასევე უცნობია, თუ რომელ რუსულ ვაქცინას მიანიჭებს უპირატესობა რუსეთის ლიდერი.
„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ეს თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია. სხვათა შორის, ამის გაკეთებას ხვალ ვაპირებ“, - განაცხადა პუტინმა 22 მარტს, ვაქცინაციის საკითხებზე გამართული თათბირის დროს.
კრემლის პრესმდივან, დმიტრი პესკოვი, კონკრეტულად არაფერი უთქვამს, თუ რომელი ვაქცინით ჩაიტარებს აცრას ვლადიმირ პუტინი. პესკოვი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ყველა რუსული ვაქცინა კარგი და საიმედოა.
რუსეთში ამჟამად გამოიყენება ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამი ვაქცინა Sputnik V-ი, EpiVacCorona და CoviVac-ი.
აქედან მოსფლიოში ყველაზე უფრო ცნობილია Sputnik V-ი.
გასულ თვეში Lancet-მა, სამედიცინო ჟურნალმა, გამოაქვეყნა გვიან სტადიაში ჩატარებული გამოცდის, განმეორებითი განხილვის შედეგები, რომელთა თანახმად, Sputnik V-ის ორდოზიანი აცრის ეფექტიანობა 91,6 პროცენტი იყო, დაახლოებით იმავე დონის, როგორიცა დასავლეთში წარმოებულ ვაქცინებს აქვს.
უწყების „მიმდინარე განხილვის“ მიზანია დააჩქაროს ვაქცინის დამტკიცების პროცესი,
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ ის დასავლური წარმოების ვაქცინების დისკრედიტაციას ეწევა.
ევროკავშირს არ სჭირდება COVID-19-ის რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა. მისი სიტყვებით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ევროკავშირს უკვე დამტკიცებული ოთხი ვაქცინაც ეყოფა.