Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

ლილი ფოფხაძე – მოხუცები

0

მოხუცები

ყოველთვის მეშინოდა სიბერის. თანაც ხშირად ვაწყდებოდი ფრაზებს: დაბერდები ვაია, არ დაბერდები უიო, ადამიანს ასაკმა თუ უწია და სიყვარულის თავი არ ექნა, ცოცხლებში აღარ წერიაო. მაშინ წიგნებში ამოკითხული ტკბილი სიბერე მოგონილი გვეგონა, მაგრამ ცხოვრებაც, თავის მხრივ, საოცარ მაგალითებს გვთავაზობდა…

ერთ ზაფხულს გურიაში ვისვენებდი, დეიდაჩემთან. 80 წელს მიღწეული დედამთილ-მამამთილი ჰყავდა. იქვე, გვერდზე ეზოში ცხოვრობდნენ. საქმე არაფერი ჰქონდათ, შვილები თავს ევლებოდნენ, მაგრამ მათი მოსვენება მაინც არ იყო- ან ეზოში ფუსფუსებდნენ, ან ხის ქვეშ ისხდნენ და სალაპარაკო არ ელეოდათ. სტუმარი უყვარდათ და თუ მიხვიდოდი, დროულად უკან წამოსვლაზე არც უნდა გეოცნება. ზოგჯერ მსაყვედურობდნენ კიდეც, სად დეიკარგე, გოგო, რავა დენზე შეერთებულივით დაჰქრიხარ, კისერი არ მეიტეხოო. მერე კარგა ხანს ვჭუკჭუკებდით და ბებოს გაკეთებული ალუბლის ლიქიორით და გემრიელი სასუსნავებით “ჩამტკბარები” სიმღერასაც შემოვძახებდით ხოლმე. მაგრამ ერთხელ, სულ რომ არ ველოდით, “ქარიშხლიანი” დღეც გაგვითენდა. შუადღე იყო. უცებ თომა ბაბუა, წითლად აღაჟღაჟებული და აშკარად განერვიულებული მოაწყდა ღობეს. სადაა ივლიტა?- ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა. არ ვიციო, მშვიდად უპასუხა დეიდაჩემმა. არ იციი? გაცოფებულმა ბერიკაცმა ღობეს წიხლი კრა და გავარდა სამეზობლოში. ცოლის საძებნელად. რა ხდება-მეთქი, ვკითხე დეიდაჩემს. ხმა არ გამცა. მთლად გადავირიე. რაღაცას მიმალავ-მეთქი, ჩავაცივდი. ბოლოს უხერხულად ჩაილაპარაკა – ცოლზე ეჭვიანობს….ასეა…ხანდახან…

მეორე დეიდაც მყავდა. ისიც ოზურგეთში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. დიდი ხნის პენსიონერები იყვნენ. შვილები თბილისში გაუთხოვდათ. ჰოდა, მე და დეიდაჩემი ბაზარში ვიყავით, როცა შემთხვევით მოსე ბიძიას გადავეყარეთ. გაგვიხარდა. გადავკოცნეთ, დიდის ამბით მოვიკითხეთ ისიც და დეიდაჩემიც. მერე ცოტა წაიჭორავეს, ძველი ისტორიები გაიხსენეს, იცინეს და უცებ მოსე გვერდზე გადაქანდა და ჩვენს ფეხებთან გაგორდა. ხელი ვტაცეთ და იქვე სკამზე ჩამოვსვით. სიძე შეწუხდა და დეიდაჩემს მოუბოდიშა: მაპატიე, თავბრუ დამეხვა, წუხელ თეთრად გავათენე, შენი და იყო ცუდად, კინაღამ ხელში ჩამაკვდა, სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში წავიყვანეთო. ეს უნდოდა გურულ დეიდას? უცებ ისეთი დასჭექა, ძარღვებში სისხლი გამეყინა. რას ამბობ, კაცო, შენ ჭკუაზე თუ ხარ, ამას ახლა მიყვებიო? – რა ვქნა, გული გაწუხებს, ვიცოდი ინერვიულებდი და ვერ გაგიმეტეო….მიიღო პასუხად…

ახლა უნდა გამოგიტყდეთ, რომ მესამე დეიდაც მყავდა….იმ ზაფხულს სტუდენტი გავხდი, როცა მისი მეუღლე თბილისში გვეწვია პურმარილით…წინა დღით იატაკი მოვხეხეთ, გავაპრიალეთ და ზედ გაზეთები დავაფინეთ, გაშრობამდე რომ არ დასვრილიყო. საკმაოდ გვიან შევნიშნეთ, რომ ვანო ბიძია გაზეთებს შორის თავისუფალ ადგილებს ეძებდა და სკუპ-სკუპით დახტოდა ოთახში. დედაჩემი შეფიქრიანდა და მორიდებით ჰკითხა, ამ ხნის კაცი ასე რატომ წვალობ, რა გჭირს, ფეხი გტკივაო? არა, რას ამბობ, გაზეთებზე ხომ არ გავივლი, ყრილობის მასალებს მოვკარი თვალი, ეტყობა მოხსენება გაქვთ დასაწერიო…

მიყვარდნენ ეს მოხუცები, მართალი და ხალასი კაცები, ბოროტებისგან შორს მდგარი დიდი ბავშვები!

KOHL THRELKELD/NEWS SENTINEL – Monday,July 28, 2008
JoAnn Thompson holds a young Brown Thrasher that she is raising at her Oak Ridge home. Thompson has been taking in abandoned and injured songbirds for 12 years and rehabilitating. With the cost of raising the birds coming from her own money, Thompson says “It’s more of a spiritual journey than anything else.”

ხშირად შორიდან ვუყურებ ჩემს თავს. ხელჩაკიდებული ვსეირნობთ ქუჩაში მე და ჩემი შვილები, დიდები არიან, ჩემზე მაღლები. ფრთხილობენ. ხან ერთი მიდგას გვერდში, ხან მეორე. ქუჩაზე გადასვლისას ხშირად მაფრთხილებენ, მოიცა, ლილიკო, წითელი ანთია…ან კიდევ – გშია, ლილიკო? აშკარაა, მეც უნებურად ბავშვობისკენ მივექანები და არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი…ალბათ არც იაპონელებმა იციან…თუმცა ლამაზად კი თქვეს:

“ერთხელ ხუმრობით,

დედაჩემი მხარზე შევისვი,

იგი ისეთი მსუბუქი იყო,

რომ უცებ ცრემლი მომერია

და ვეღარ ვზიდე…”






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный


Спорт в России и мире
Москва

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Мария Шарапова

Превзойдет саму Шарапову? юная Мирра Андреева наступает на пятки звездам тенниса


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего





Путин в России и мире
Москва

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»



Москва

На экономическом форуме в Петербурге обсудили развитие инфраструктуры

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net