„თავისუფლების ინსტიტუტი“ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
„თავისუფლების ინსტიტუტი“ 22 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს კოლექტიური სარჩელით და მოითხოვს პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვების - იზოლაციისა და კარანტინის წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას.
ამ სარჩელთან დაკავშირებით 21 მარტს, 14:00-ზე კანცელარიის წინ ჩატარდება აქცია-პრესკონფერენცია.