ვაშლიჯვრის მეწყერი მოძრაობს, მოსახლეობას საფრთხე სავარაუდოდ არ ემუქრება
თბილისში, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ზემოთ, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული სხეული ნელ-ნელა გადაადგილდება. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მოწყვეტის შემთხვევაში მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება, ქალაქის მერია და გეოლოგებიც ამ ეტაპზე ამის საშიშროებას ვერ ხედავენ.