Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

3 მიზეზი - რატომ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე 

0
გრიპის სეზონი ისე დადგება და ჩაივლის, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ ისევ არ იქნება; 
სეზონური გრიპი ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება; 
Covid-19-ისა და სეზონური გრიპის სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია. 


ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ ამ ბოლო გარემოების გათვალისწინებით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სეზონური გრიპისთვის საჭირო ვაქცინაცია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.  


"სიმპტომების მხრივ ეს ორი ვირუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოქალაქეებისთვის კი არა, ექიმებისთვისაც თითქმის შეუძლებელია სიმპტომებით დაადგინოს რომელი ვირუსია", - ამბობს იგი. 


სეზონური გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც 5 მლნ-მდე შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს, რამდენიმე ასეული ათასი კი სიკვდილით მთავრდება.  


გრიპს და კორონავირუსს დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ:


მაღალი ტემპერატურა;
ხველა ან/და ყელის ტკივილი;
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი.


გრიპიც იწვევს ვირუსულ გართულებებს, მათ შორის პნევმონიას (ფილტვების ანთება). ჩვილ ბავშვს შესაძლოა დაემართოს კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი. ვირუსულ პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს ზუსტად ის ნიშნები, რომელიც აქვს გრიპს, თუმცა ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა შედეგი ვერ გამოიღოს. 


ვინ არიან რისკჯგუფები

რისკჯგუფებში ჩვილები, 5 წლამდე ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და 65 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმულები მიიჩნევიან.


ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ იდეალური იქნებოდა, თუკი ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაცვის მიზნით აიცრებოდა ყველა, ვისაც ბევრ ხალხთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები და ა.შ. 


"პრობლემა ის არის, რომ არ მგონია გრიპის ვაქცინის იმხელა მარაგი შეიქმნეს, რომ ასეთი მასშტაბით ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა იყოს”, - აცხადებს ბუწაშვილი.


რატომ ვაქცინაცია

ამ დრომდე გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციაა მიჩნეული. აცრა რეკომენდირებულია ყველა ასაკის პირისთვის 6 თვიდან. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეძლევათ რისკჯგუფებს.


ვაქცინაცია არ ნიშნავს ვირუსისგან 100-პროცენტიან დაცვას, რაც საზოგადოების ნაწილის ნიჰილისტურად განაწყობს.


როდის არის აუცილებელი აცრა

ვაქცინაცია რეკომენდირებულია გრიპის სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, დაახლოებით, ოქტომბერში. სწორედ ორკვირიანი პერიოდი სჭირდება ორგანიზმს ვაქცინაციის ჩატარებიდან, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს.


ინფექციონისტი განმარტავს, რომ ვაქცინაცია ყოველწლიურად არის აუცილებელი, რადგან წლიდან-წლამდე ვირუსი სახეს იცვლის და შესაბამისად წინა წლის ვაქცინა ეფექტს კარგავს.


არსებობს თუ არა ვაქცინის მარაგი

ყოველწლირად სეზონური გრიპის ვაქცინის შესაქმნელად ერთი და იგივე გზაა გასავლელი. სახეცვლილი ვირუსის გაშიფვრა, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ფარმაცევტული მწარმოებლებისთვის მიწოდება, უშუალოდ ვაქცინის წარმოება და მისი ბაზარზე გამოტანა.  


"აი, ეს რა დროსაც მოითხოვს, ამდენ ხანში არის ხოლმე ვაქცინა ხელმისაწვდომი. როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, ბოლოსკენ იყო ხოლმე ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება", - ამბობს ბუწაშვილი.


მისვე თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება სეზონური ვაქცინაციასთან დაკავშირებით კორონავირუსმა მცირედით შეცვალა - ახლა უფრო მეტ პირს ენდომება აცრა.


"ისედაც ყოველთვის იყო ხოლმე დეფიციტი, წელს მოთხოვნა თვალსაჩინოდ გაიზარდა, წარმოება შეუზღუდავი არაა და ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ, მაღალი ალბათობით, თავიანთი მოსახლეობისთვის გადადებენ, საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელი გახდება გაზრდილი რაოდენობა”, - ამბობს ინფექციონისტი.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ქვეყანამ 135 ათასი ვაქცინა შეუკვეთა. შარშან ეს მაჩვენებელი 100 ათასი იყო. გამყრელიძე ამბობს, რომ წელს უკვე შეკვეთილი ვაქცინების რაოდენობის გაორმაგება უნდათ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net