123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

Новости за 04.09.2020

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულშია

News.ge 

ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მუდმივად განახლებად რეიტინგში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მან კაპიტალიზაციით გადაასწრო Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს – წერს სააგენტო Bloomberg-ი. სააგენტოს შეფასებით, ორშაბათს კომპანიების Tesla და SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება 111,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა ცუკერბერგის ქონება 110,5 მილიარდი დოლარია. მუდმივად განახლებად Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში, მეორე ადგილს ინარჩუნებს ბილ გეითსი 125 ...

აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს. "თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - ვკითხულობთ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, დაახლოებით, 300 კაცი მუშაობს. რამდენადაც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მედიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. Читать дальше...

ცესკო – ში პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

News.ge 

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. მათივე ცნობით, ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. „შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის... Читать дальше...



ალხას კვიცინია უარყოფს რომ ბჟანიამ აფხაზეთში ინაშვილის ჩასვლას შეცდომა უწოდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსმა ალხას კვიცინიამ „აფსნიპრეს“-თან ინტერვიუში ილაპარაკა შეხვედრის შესახებ, რომელზეც განიხილეს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ჩასვლის საკითხი. როგორც კვიცინია ამბობს, „პრეზიდენტმა“ და „პარლამენტის დეპუტატებმა“ იმსჯელეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხთა ფართო წრეზე. განხილულ თემებს შორის იყო აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების ჩასვლის საკითხი. კვიცინიას თქმით, ასლან ბჟანიამ... Читать дальше...

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში საფრანგეთის ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს გორში უმასპინძლა და 0:2 წააგო. სტუმრებმა ანგარიში 37-ე წუთზე გახსნეს, ილია ბერიაშვილის ავტოგოლით. საბოლოო შედეგი კი უდსონ ედუარმა დააფიქსირა, 92-ე წუთზე გატანილი პენალტით. უეფას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სექტემბრის სანაკრებო მატჩები მაყურებლის გარეშე ტარდება და გორში გამართული შეხვედრისასაც, ტრიბუნები ცარიელი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის... Читать дальше...

"ტერორის იარაღი": "ნოვიჩოკის" შემქმნელი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

„ნოვიჩოკის“ ის ნაირსახეობა, რომელიც ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოიყენეს, შეიძლება რამდენჯერმე უფრო სახიფათო იყოს მსხვერპლისთვის, ვიდრე „ნოვიჩოკი“, რომლითაც მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის მარტში. ასეთი აზრი გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების ერთ-ერთმა შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა. მისი თქმით, თუკი შხამი ნავალნის სხეულში მოხვდა კუჭის გზით, ის შეიძლება უხიფათო იყოს გარშემო მყოფთათვის. ანუ თუკი პოლიტიკოსზე თავდასხმის უკან იგივე ადამიანები დგანან... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის ელჩი იხმეს ნავალნის მოწამვლის გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს განუცხადა აშშ-ის „სერიოზული შეშფოთების“ შესახებ გერმანიის ხელისუფლების დასკვნების გამო იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით. ანტონოვი სახელმწიფო დეპარტამენტში მიიწვიეს ნავალნის გარშემო ვითარების განსახილველად. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, ბიგანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება, რომლადაც მიიჩნევა „ნოვიჩოკი“... Читать дальше...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილეს 23 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი არასრულწლოვნისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი. როგორც პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხივე მათგანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. ის ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები გაიზიარა. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ იმსჯელა კანონთან კონფლიქტში მყოფი ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. Читать дальше...



ტრამპმა გამოაცხადა კოსოვოსა და სერბეთს შორის "ისტორიული" ეკონომიკური შეთანხმების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სერბეთმა და მისმა ყოფილმა ოლქმა, მსოფლიოს ქვენების მხოლოდ ნაწილის მიერ აღიარებულმა კოსოვომ, რომელსაც არ ცნობს ბელგრადი, მიაღწიეს ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, სადაც ის შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ავდულა ჰოტის. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ დადებულა პირდაპირ კოსოვოსთან, არამედ ეს მოხდა აშშ-ის შუამდგომლობით. მისი თქმით, დოკუმენტი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლად. Читать дальше...

საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. როგორც ცესკო აცხადებს, პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება... Читать дальше...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5107 პირია დაჯარიმებული

Radiotavisupleba.ge 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია დაჯარიმებული. მონაცემები რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების ცნობით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის 9884 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 4776 ფიზიკურ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესი 12 ივნისს დაამტკიცა და იმავე დღეს ამოქმედდა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება... Читать дальше...

კიბერშეტევა არჩევნების წინ - ეჭვები მოსკოვისკენ

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებზე 1 სექტემბერს განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის ბრალეულობა ჯერ დადასტურებული არ არის. მაგრამ ხელწერისა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ მომხდარის უკან კრემლი დგას. ოფიციალური სტრუქტურები არ ასაჯაროებენ იმ ვებგვერდის სახელსა და მისამართს, რომელზეც აიტვირთა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერული სისტემიდან და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან მოპარული ინფორმაცია. Читать дальше...

ციხანოუსკაიამ გაეროს მოუწოდა, ბელარუსში მეთვალყურეთა საერთაშორისო მისია გააგზავნოს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ 4 სექტემბერს გაეროს მოუწოდა, გააგზავნოს ბელარუსში საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯგუფი, რათა ნახონ რა ხდება ქვეყანაში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა გრძელდება საპროტესტო აქციები. ციხანოუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაში ჩაერთო ლიეტუვიდან, სადაც ის იძულებული იყო ემიგრირებულიყო კენჭისყრის შემდეგ. ბელარუსი ოპოზიციონერი ასევე მოუწოდებს გაეროს, მოაწყოს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ბელარუსს მიეძღვნება. Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 40 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაადასტურა (3 სექტემბერს - 42). გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი აუღეს 182 პირს. შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 10-ის საშუალო. დღეს კლინიკაში 5 ახალი პაციენტი შევიდა და 1 გაეწერა. 4 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 466 შემთხვევა. Читать дальше...

"როდის მოპარული ინფორმაცია გამოქვეყნდა 1 სექტემბერს? - ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ, კიბერშპიონაჟი რამდენ ხანს მიმდინარეობდა?"

Radiotavisupleba.ge 

3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევისა და ინფორმაციის დაუფლების ფაქტსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გამოძიების მიმდინარეობაზე.

ანდრო გოცირიძე რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე

Radiotavisupleba.ge 

3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ინფორმაციის დაუფლების ფაქტსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გამოძიების მიმდინარეობაზე. ანდრო გოცირიძე ლაპარაკობს კიბერუსაფრთხოების გამოწვეევებზე:

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტებს 3-3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

მინსკში გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილეს ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო დემონსტრაციის გაშუქებისას დაკავებული ექვსი ჟურნალისტის საქმეები. ჟურნალისტებს სასამართლომ სამ-სამი დღით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი გაიმართა მაშინ, როცა ემიგრაციაში მყოფი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს 4 სექტემბერს. გასამართლებულები არიან „ბელარუსის კომსომოლსკაია პრავდის“, „ბელაპანის“ და „ტუტ.ბუ“-ს კორესპონდენტები, რომლებიც... Читать дальше...

ლევან სამუშიას თქმით, მათ თანაგუნდელს პარტიული ნიშნით სცემეს

Radiotavisupleba.ge 

"ლელოს" ერთ-ერთი წევრი, ლევან სამუშია ამბობს, რომ მათ თანაგუნდელს პარტიული ნიშნით სცემეს. შემთხვევა თბილისში, დიღმის მასივში მოხდა. "მან თქვა, რომ დახვდა სამი პირი და უთხრეს, "რა გინდა სამუშაოსთან, რა გინდა ლელოში". რაც შემიძლია გითხრათ, მაისურზე ეტყობოდა ნაფეხურები", - უთხრა სამუშიამ "მთავარ არხს". ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი, კახა კოჟორიძე ინციდენტს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ბულგარეთის მთავრობა გადადგომას არ აპირებს, თითქმის ორთვიანი დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთში რამდენიმე კვირაა გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა 3 სექტემბერს მას მერე, რაც მმართველმა კონსერვატულმა პარტიამ, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, უარყო მოწოდებები მთავრობის გადადგომისკენ, წინა დღით გამართული ძალადობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩაში და გაიძახოდა ლოზუნგებს: „მაფია“ და „გადადექით“, რომლებიც მიმართული იყო პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობისა და გენერალური პროკურორის ივან გეშევისკენ. დემონსტრანტები... Читать дальше...


Музыкальные новости
Ирина Серегина

"Знай наших!"





Персональные новости
Владимир Меньшов

Почему Владимир Меньшов снял «Москва слезам не верит»





გაცვლილი წერილები

Radiotavisupleba.ge 

„კარგად ვარ, ნორმალურად მექცევიან, სასეირნოდაც გავყავარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. იმედი მაქვს, მალე გამომიშვებენ“, - ხვიჩა მღებრიშვილისგან ამ შინაარსის წერილი მისმა ნათესავებმა 4 სექტემბერს მიიღეს.

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და დახმარების სამსახურში განუცხადეს. აფეთქება ფილარმონიასთან დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ მუშებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ კლუბ "დეჟა-ვუში". შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი: არჩევნების წინ შემდგომ კიბერშეტევათა რისკები არ უნდა იქნას დაკნინებული  

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ლაპარაკობს კიბერშეტევების იმ რისკების სათანადოდ შეფასების აუცილებლობაზე, რომლებიც საქართველოში მოახლოებული არჩევნების ფონზე არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირის „აქტიური ინტერესი“ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს, და მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის, კომპიუტერულ სისტემაზე 1 სექტემბერს განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოძიებას. „სხვების მსგავსად, ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელია კიბერშეტევა, რომლის შესახებაც გუშინ შევიტყვეთ. ეს არ არის კიბერშეტევის პირველი შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლო თვეების განმავლობაში.

პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა

Radiotavisupleba.ge 

კი, ასეა - პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა. დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვს მოქალაქეების ნაწილს პირბადესთან, რომლის ტარებაც საქართველოში, დახურულ საჯარო სივრცეებში - იქნება ეს მაღაზია, სილამაზის სალონი, აფთიაქი, ტრანსპორტი, კაფე-ბარი, შეკვეთის მიღებამდე და ა.შ., სავალდებულოა. წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება. კოვიდ-ინფექციის პრევენციის მიზნით შემუშავებული მუხლი პირბადის ტარების წესების შესახებ, ნომრით 42.11... Читать дальше...

„თბილისი ენერჯი“: კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული

News.ge 

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Сложнее некуда! Прямая трансляция и превью матча Рыбакиной против непобежденной чемпионки


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Швеция хочет ограничить доступ в Балтийское море российским танкерам





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о догазификации СНТ  


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оркестр

Оркестр территориального управления Росгвардии приступил к репетициям парада победы в Челябинске



Москва

Концертный Директор в тарифе Full

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net