„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევაში კახეთის მაჟორიტარული ოლქები მოხვდა
თბილისის სამი საარჩევნო ოლქის გარდა, ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა მხოლოდ კახეთს მოიცავს.
გამოკვლევის შედეგები ასეთია: საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველო“ – 13%;
ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“ – 44%;
გიორგი ბოტკოველი - ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 41%;
სხვა - 2%.
საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?
დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“) – 62%
გიორგი ღვინიაშვილი („ევროპული საქართველო“) – 18%;
ლევან ბეჟაშვილი (ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია);
ეკა ქვლივიძე („ლელო“) – 3%.
სხვა - 2%
გამოკვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.