Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

ევროპული პრესა პუტინ-ლუკაშენკას შეხვედრის წინ

0
ევროპული პრესა პუტინ-ლუკაშენკას შეხვედრის წინ

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის ვეტერანი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, სოჭში გაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, შესახვედრად. ევროპის პრესაში დაისვა კითხვები, თუ რაზე ისაუბრებდა ორი ლიდერი - ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის საწინააღმდეგო ერთობლივ ქმედებებზე, თუ პუტინი შეეცდებოდა მეზობელ ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე რეაგირებას. 

პოლონეთში გამომავალ კონსერვატიული ორიენტაციის Rzeczpospolita-ში 14 სექტემბერს გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ბოჰუსლავ ჩრაბოტამ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, პუტინი პოსტლუკაშენკას ეპოქის ბელარუსისთვის ემზადებაო: „ეჭვგარეშეა, რომ მინსკის საპრეზიდენტო სასახლის გასაღები კრემლის ერთ-ერთ უჯრაში ინახება. მეეჭვება პუტინს სჯეროდეს, რომ ბელარუსზე რუსეთის გავლენა ლუკაშენკასთან ერთად დასრულდება. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ნამდვილად ექნება მომზადებული სხვა სცენარებიც. ამას ამტკიცებს ბელარუსში ანონიმური „მწვანე კაცუნების“ მზარდი რიცხვი, უნომრო მანქანებით. რამდენად სწრაფად მოიხსნიან ეს კაცები თავიანთ ნიღბებს და როდის იკისრებენ პასუხისმგებლობას ამბოხებულ ქვეყანაზე? და ამის შემდეგ ვინმე მიიწვევს სვეტლანა ციხანოუსკაიას და სვეტლანა ალექსიევიჩს, ან სრულიად სხვა პირებს, მოლაპარაკების გასამართად? ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გავიგებთ“.

უკრაინის ლიბერალური ორიენტაციის ინტერნეტგამოცემა nv.ua-ში პოლიტოლოგმა დმიტრი ორეშკინმა 12 სექტემბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამბობდა, ბელარუსის მმართველი თავის დიდ მეზობელს სამხედრო დახმარებას ნამდვილად არ მოსთხოვსო: „ლუკაშენკას ესმის, რომ სანამ ბელარუსში ძალაუფლება ძალადობაზეა დაფუძნებული, ის ეკუთვნის მათ, ვისაც ყველაზე მეტი ხიშტი აქვს. თუკი მოულოდნელად გამოჩნდება სხვისი კუთვნილი ხიშტები, ლუკაშენკა პუტინის მარიონეტად გადაიქცევა და შემდეგ მას ჩამოაგდებენ. ეს კარგი იქნება კრემლისთვის, მაგრამ არა ლუკაშენკასთვის. მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მაინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე შეიარაღებული სამხედროები რუსეთიდან. ... ყველაზე რეალისტური შემდეგი სცენარია: ბელარუსის უშიშროების ძალები გააგრძელებენ დემონსტრანტებზე ზეწოლას, ხოლო ლუკაშენკა არ დასთანხმდება პუტინის მოთხოვნას ბელარუსში შეუშვან ის ‘მწვანე კაცუნები’, რომლებიც მან 2014 წელს ყირიმის ანექსირებისთვის გაგზავნა“.

მალტაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Times of Malta 12 სექტემბერს გამოთქვამდა იმედს, რომ ბელარუსი არ გაიჭყლიტება რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებს შორის: „ბელარუსი არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ სათამაშო მოედნად, სადაც რუსეთი და დასავლეთი თავ-თავიანთი ინტერესებისთვის იბრძოლებენ. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. მეორე მსოფლიო ომში, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს უწოდებენ, განადგურებულ იქნა ათასობით სოფელი და დასახლება. ბევრი ბელარუსი გეტყვით, რომ ამ ომს მოსახლეობის 25 პროცენტი შეეწირა, ხოლო დედაქალაქ მინსკის 85 პროცენტი სრულიად განადგურდა. ახლა ბელარუსის ბევრ მოქალაქეში არის შიში, რომ რაღაც მსგავსი შეიძლება განმეორდეს“.

რუსეთის ლიბერალური ორიენტაციის რადიოსადგურ Ekho Moskvy-ს ვებსაიტზე 13 სექტემბერს გამოქვეყნდა ანონიმურად დატოვებული პირის მხრიდან სოციალურ ქსელში დაწერილი ტექსტი, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ ლუკაშენკა რუსეთისთვის აღარ არის სწორი პარტნიორი: „პუტინს თუ არ სურს თავის მეზობლად კიდევ ერთი მტრულად განწყობილი ქვეყანა შეიძინოს და თუ უნდა შეინარჩუნოს ბელარუსის ახალი ლიდერების მხრიდან ერთგულების შანსი, საამისოდ ერთადერთი გზა აქვს: მან მკაფიოდ უნდა უთხრას ლუკაშენკას, რომ ის ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები. ...  შემდეგ ლუკაშენკამ ბელარუსი უნდა დატოვოს (თუკი ამას შეძლებს) და გზა უნდა გაუხსნას ახალ არჩევნებს ექვსი თვის ვადაში. ... რუსეთის ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ლუკაშენკას დრო დამთავრდა და ბელარუსი სამუდამოდ შეიცვალა“.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о спорте и ежедневных здоровых привычках


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

Dagospia: Синнер и Калинская вместе поужинали в ресторане в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о перспективах развития туризма в Ингушетии





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о спорте и ежедневных здоровых привычках


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Посол Белоруссии: Лукашенко и Путин обсудят учения с тактическим ядерным оружием




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

«Забыл, сколько мне лет», «хавчик», «на чилле» и другие великие мемы от Джигана



Москва

Банк «Центр-инвест» принял участие в крупнейшем ESG-форуме в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net