Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში

0

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარე ასაჯაროებს სატელიტიდან გადაღებული ადგილის ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფოტო მათი თქმით 19 ივლისით თარიღდება და ამ დროს იქ მანქანა არ ჩანს. პროკურატურა ადვოკატს წყაროს დასახელებას თხოვს და ამბობს, რომ ამ ადგილის სატელიტიდან გაკეთებული ჩანაწერების მიღების თხოვნით თვითონაც არაერთ ორგანიზაციასთან აქვთ კომუნიკაცია, ამ დრომდე უშდეგოდ. ინტერნეტფორუმებში მომხმარებლები დაცვის მხარის გავრცელებულ ფოტომასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ფოტო 2019 წელს არის გადაღებული და დაცვის მხარის მიერ გავრცელებული გრაფიკული მასალა მარტივი მონტაჟია.

“ფორმულას” ეთერში 8 სექტემბერს გასაჯაროებული სატელიტური ფოტოების შემდეგ მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, დაესახელებინა წყარო, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა. ადვოკატის მტკიცებით მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლიის გადაღებული სოფელ მაწევანის ტერიტორია, სადაც 4 დღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატი ამ გრაფიკული მასალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ, იქ არ იყო და მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილის ცხედარით სხვა პირებმა მიიყვანეს საავტომობილო გზის ნაპირას ტყის სიახლოვეს. შესაბამისად, დაცვის მხარე და გარდაცვლილის ოჯახი ამ მტკიცებულების გათვალისწინებით ითხოვენ გამოძიების მუხლის შეცვლას თვითმკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მუხლით. ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ ადგილი აქვს ჯგუფურ, ორგანიზებულ მკვლელობას.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი პროკურატურისგან გამოძიების საწყისი ეტაპიდან ამ დრომდე ითხოვენ როგორც სატელიტების ჩანაწერების დართვას საქმისთვის, ასევე დრონის ჩანაწერებსაც, რომლითაც ცხადი იქნება, რა ადგილებში მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები. საქმეში არსებულ დრონის ჩანაწერებში ის ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, არ ჩანს, სატელიტიდან მიღებულ ფოტოებთან დაკავშირებით კი პროკურატურა ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

„ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოების ექსპერტიზასაც მათი ნამდვილობის დასადგენად.

„ვინაიდან [მიხეილ რამიშვილს] არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“ - ასეთია პროკურატურის პოზიცია.

მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განმარტება 9 სექტემბერს გაკეთდა ადამიანის უფლებათა ცენტრშიც. ეს ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ ჩაერთო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში დაზარალებულის დაცვის მხარედ. როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა თქვა, რომ ადვოკატს გრაფიკული მასალა არ მიუღია ამერიკიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან და რომ გასაჯაროებული სატელიტური ჩანაწერები ევროკავშირის კორპორაციული ვადიანი პროგრამის ფარგლებში გადაღებული მასალიდან არის მოპოვებული და იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პროკურატურა ევროკავშირს შესაბამისი წერილით მიმართავს, მათაც შეუძლიათ ამ ფოტოების მიღება.

 

“ევროკავშირის კორპორაციული პროგრამაა, ერთ-ერთი პროგრამა, აქვს განხორცილებული ვადიანი პროგრამები, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ამ მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო 4 ძირითადი ქვეყანა ევროკავშირის და ასევე შედიოდა დამატებით 10 ქვეყნის ინტერესი, იყო გარკვეული სასწავლო პროგრამა და ევროკავშირის ამ კორპორაციული პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელეტიდან ამ ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ და მოიპოვეს ეს ფოტო სურათები და ასევე პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ ეს ფოტოები ნამდვილად იმ თარიღით და იმ ადგილის არის [გადაღებული], რაზეც ბატონმა მიშამ გააკეთა განცხადება.

ჩვენ ისიც გვითხეს რომ თუ სახელმწიფოს ნება იქნება, შეუძლია დაუკვეთოს ევროკავშირს ეს ფოტოები და ისინიც მიიღებენ ამ ფოტოებს.” - თქვა ეკა ქობესაშვილმა ბაჩალიაშვილის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინტერნეტში სატელიტიდან გავრცელებულ მასალებს გამოხმაურება მალევე მოყვა. პროგრამისტმა უჩა აბაშიძემ ვიდეოც კი ჩაწერა იმის ასახსნელად, თუ რა ტიპის მონტაჟს წარმოადგენს ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკული მასალა, რა ინტერნეტპლატფორმების კომპილაციით არის მიღებული გავრცელებული სურათი და რა დროს არის გადაღებული რეალურად სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია სატელიტიდან.

ვიდეოში უჩა აბაშიძე ხსნის, რომ კადრი, რომელიც ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მედიასთან გამოაჩინა, არის Zoom Earth, რომელიც ამინდის საკონტროლო ონლაინ პლატფორმაა და დღეების მიხედვით განსხვავებულ სურათს აჩვენებს, მაგრამ ფოტოები კონკრეტული ადგილის ყოველდღიურად არ ახლდება. მისი თქმით, სურათი გადაღებულია 2019 წლის ნოემბერში და არ ასახავს 2020 წლის ივლისის მდგომარეობას. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, რაც ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ კადრში ჩანს, არის მანქანა, რომელსაც ადგილი შეცვლილი აქვს და Google Earth-ის ამავე კადრზე არ ჩანს.

თბილისის ფორუმზე განხილვებში აქცენტი კეთდება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ ის, რომ ძებნის პარამეტრები და თავად ადგილის ამსახველი გრაფიკა მარტივი მონტაჟის შედეგია და ძებნის პარამეტრებს უკან ის ფონი მოყვება, რომელიც კონკრეტულ ლოკაციასთან მისვლის შემთხვევაში იცვლება.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: ექსპერტიზის პასუხები ცნობილია - რა გავიგეთ ახალი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ

FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

ბაჩალიაშვილი ფეისბუკზე აღარ იძებნება - როგორ შეიძლება წაიშალოს გარდაცვლილის ანგარიში






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин анонсировал самый продолжительный городской фестиваль в мире


Спорт в России и мире
Москва

Чья компания сильнее всех?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Более 600 деревьев высадили в дендропарке Ногинска





Путин в России и мире
Москва

Король Бахрейна прибыл в Москву для официальных переговоров с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мать рэпера Тимати Симона Юнусова назвала его девушку хорошей



Москва

Порядка 1 млн вызовов поступило в пожарную охрану по номеру «112» в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net