Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატია - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 სექტემბერს

0

სააკაშვილი პრემიერად - რა მიზნით? რამდენად შესაძლებელია ეს?

27 აგვისტოს გახმაურებულ დაპირებას - „მე ვბრუნდები!“ - 7 სექტემბერს კონკრეტული გეგმა დაემატა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს. მისი კანდიდატურა უკვე დასახელებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების მიერ. დღის ბოლოს გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერი არასრული ვადით, მხოლოდ ორი წლით იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გუშინ თქვა, რომ სააკაშვილის დასახელების მიზეზი ქვეყნის „გაკოტრებისგან გადარჩენაა“.

რა შეფასებები მოჰყვა სააკაშვილის გაპრემიერების გადაწყვეტილებას? რა შეზღუდვებს უწესებს მას საქართველოს კანონმდებლობა? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილზე - ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს

 

 

 

 

ნარკოტიკული საშუალებები ლუკა სირაძის საქმეში და 3-წლიანი პატიმრობა გამომძიებელს

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. გუშინ ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ამ დრომდე უცნობ დეტალზე, ნარკოტიკების მოხმარებაზე გააკეთა აქცენტი.

მან თქვა: „ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არასოდეს არავის კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გადმოვარდნის დროს ლუკა სირაძე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ”.

ლუკა სირაძის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობა-უდანაშაულობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან გარემოებად არ მიიჩნევს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე. მან თქვა, რომ სასამართლოს გუშინდელი განაჩენი სწორედ მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის აღიარება იყო და სასამართლომ დაადასტურა პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაანონსებული ახალი რეგულაციები საქართველოში

დღეს ცნობილი გახდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ბოლო ინფორმაცია. გუშინ კი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო:

1 ოქტომბრამდე გადაიდო სკოლების გახსნა ბათუმსა და ქობულეთში. მანამდე მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან.

საქართველოში ჩამოსულებისთვის კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდება. ეს შეეხება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც.

17 სექტემბრიდან უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე PCR-ტესტირება უნდა ჰქონდეთ გავლილი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარება მკაცრდება.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროცესში შეფერხება არ იქნება. მისი თქმით, არჩევნების პროტოკოლი უკვე შემუშავებულია.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

ექიმებმა ნავალნი კომიდან გამოიყვანეს

"შარიტეს" საავადმყოფოს ექიმებმა სამედიცინო კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს ალექსეი ნავალნი და გამორთეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან.

"მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის რეაგირებს სიტყვიერ გამღიზიანებლებზე. მაგრამ ძალიან ნაადრევია, შევაფასოთ მძიმე მოწამვლის პოტენციური ან გრძელვადიანი შედეგები", - ნათქვამია "შარიტეს" ოფიციალურ ცნობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. რუსი ოპოზიციონერი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გასულ კვირაში კი ოფიციალურმა ბერლინმა თქვა, რომ მის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური აგენტი აღმოჩნდა.

 

 

 

 

მინსკის ცენტრში უცნობმა პირებმა გაიტაცეს ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა, 7 სექტემბერს, დილით უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

ამის თაობაზე რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება Tut.by-ზე დაყრდნობით. Tut.by-ის მოჰყავს თვითმხილველის ნაამბობი, რომ კალესნიკავა ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "Связь" (კავშირი) და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, მისი ტელეფონი არ პასუხობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციას ის არ დაუკავებია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბელარუსში უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სატანკო და საარტილერიო სამხედრო ბაზები

ციხანოუსკაიამ „ტერორი“ უწოდა, ხოლო ევროკავშირმა დაგმო კალესნიკავასა და სხვათა გატაცება

 

 

 

როგორი მტკიცებულებებით წარდგება სასამართლოში შაქარაშვილის საქმის ბრალდება და დაცვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

სწორედ 10 სექტემბერს უნდა იმსჯელოს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილი 12 ტომისგან შედგება.

რა მტკიცებულებებით გაამყარებს ბრალდება საკუთარ პოზიციას და როგორ მტკიცებულებებს დაუპირისპირებს დაცვა პროკურორებს, ამ დეტალების შესახებ ადვოკატები ვერ ლაპარაკობენ. თითქმის ერთი თვის წინ, მათ საქმის ახალ მასალებზე, გაუთქმელობის პირობას მოაწერეს ხელი.

თვალი გადაავლეთ გამოძიების მასალებს, რომლებიც ამ დრომდე მედიამ მოიპოვა ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

როცა ამერიკელები ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად წავლენ, გამარჯვებულს საყოველთაო კენჭისყრა კი არ გამოავლენს, არამედ იმოქმედებს რთული სისტემა, სახელწოდებით "საარჩევნო კოლეგია". როგორ მუშაობს ეს სისტემა?






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха


Спорт в России и мире
Москва

Один из лидеров «Салавата Юлаева» подписал контракт с ЦСКА: теперь официально


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Сюзанн Ленглен

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Поезд проехал через горящий лес в Бурятии





Путин в России и мире
Москва

Российские ракеты средней дальности могут появиться под боком восточноазиатских сателлитов США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Пианист

Пианист Сафронов признался, что похудел на 76 килограммов из-за давления отца



Москва

«Россия 1»: Путин примет участие в пленарном заседании ПМЭФ 7 июня

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net