Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

სოხუმში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო

0
სოხუმში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფახაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გამო.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზაობის მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმაზომიერი ზრდა, მსგავსი სახის ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, სადაც ქართველ სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების წარმოების დამატებითი უნარები. საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილი მასშტაბის სამხედრო სწავლებების ჩატარების მსგავსი რეგულარული პრაქტიკა, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში, ასევე ძირს უთხრის არსებული კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებს.

გვსურს შეგახსენოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ახლომხედველური და საქართველოს მილიტარიზაციის ხელშემწყობი სახიფათო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რევანშისტური განწყობები, რამაც საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო აგრესიის დაწყებისკენ უბიძგა 2008 წლის აგვისტოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების პასუხად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა გეგმავს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა.

„საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციული მოქმედებების სიმეტრიულ პასუხად, აფხაზური მხარე რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ივლის, აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, აშშ-ისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მოქმედებას აფასებს ღიად პროვოკაციულად და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულად და კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი სახის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს, აშშ-სა და ნატოს აკისრებს.

7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი - 2020“ ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

„ღირსეული პარტნიორი - 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, სწავლების თეატრის – ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

სწავლება, რომლის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Мэр Собянин: в Москве стартовали испытания первого в РФ беспилотного трамвая


Спорт в России и мире
Москва

В ОЭЗ «Технополис Москва» выпущена серия автомобилей для участия в чемпионате кольцевых гонок


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Немец Зверев выбил россиянина Медведева из топ-4 ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге: «Ингушетия может стать настоящим открытием даже для опытных туристов»





Путин в России и мире
Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин прилетел в Минск для переговоров с Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алла Пугачёва

Барецкий связал отмену концертов Михайлова в Петербурге с Пугачевой



Москва

Путин перед поездкой в Минск встретился с патриархом Кириллом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net