Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთს და ბელარუსის ოპოზიციას

0
მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთს და ბელარუსის ოპოზიციას

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების 25-ე დღეს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ლუკაშენკას რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტები და საშუალება მისცეს მოქალაქეებს აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

დასავლეთის კრიტიკას 2 სექტემბერს მოსკოვიდან უპასუხა ბელარუსის მოქმედი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის სიტყვებითაც აშკარა გახდა, რომ მინსკმა თავისი არჩევანი საბოლოოდ გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ.

მოსკოვში რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის, გვერდით მდგარმა ულაძიმირ მაკეიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს იმ „თავშკავებული, გონივრული და მკაფიო რეაქციის“ გამო, რამაც, ბელარუსი მინისტრის თქმით, შესაძლებელი გახადა ბელარუსში თავიდან აეცილებინათ „ფერადი რევოლუციის უკრაინული სცენარის“ განხორციელება.

უკრაინის ხსენებაზე, სერგეი ლავროვი კიდევ უფრო შორს წავიდა და უკრაინის ტერიტორიაზე მომზადებული „200 ექსტრემისტი“ დაადანაშაულა ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციებში „ძალისმიერი ელემენტის“ შეტანის მცდელობაში.

ლავროვის ბრალდებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რომელმაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწოდა „ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი“.

მინსკისა და რუსეთის ანტიდასავლური ღერძი

9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ ბელარუსის გარშემო დაწყებულ გეოპოლიტიკურ „ბაგირის გადაზიდვაში“ ერთ მხარეზე აღმოჩნდა ცვლილებების მომხრე ბელარუსის ოპოზიცია და დემოკრატიული სამყარო, ხოლო მეორე მხარეს - ლუკაშენკას რეჟიმი და მისი მოკავშირე მოსკოვი.

2 სექტემბერს, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტის დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ მოსკოვი და მინსკი აბსოლუტურად ერთნაიარად აფასებენ როგორც 9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს, ისე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას და გარე ძალების როლს არშემდგარ „ფერად რევოლუციაში“.

„ჩვენ დღეს უნდა ვუპასუხოთ როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებს. ეს უკანასკნელი დიდწილად განსაზღვრავს პირველს. მინდა გითხრათ, ჩვენ გავუძელით პირველ ზეწოლას და არ დავუშვით ბელარუსში უკრაინის სცენარის - საზღვარგარეთ დაგეგმილი ფერადი რევოლუციის სცენარის - განხორციელება“, განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულაძიმირ მაკეიმ, მოსკოვში რუს კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბელარუს მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ სად დაიგეგმა „ფერადი რევოლუციის“ სცენარი, სამაგიეროდ ეს თემა განავრცო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების დროს რადიკალური მოქმედებები პროვოცირებულია და ფინანსდება უკრაინის ტერიტორიიდან.

 

„ასეთი ექსტრემისტების მოსამზადებლად, ჩვენი მონაცემებით, უკრაინაში არსებობს საწვრთნელი ბანაკები ვოლინისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამით უფრო საგნობრივად უნდა დაკავდნენ, ისინი ერთმანეთთან კონტაქტში იმყოფებიან. ჩვენი შეფასებით, ამჟამად ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის ტერიტორიაზე გაწვრთნილი, დაახლოებით, 200 ექსრემისტი იმყოფება“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამ აღაშფოთა კიევი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, არც აცია, არც აცხელა, და „ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი“ უწოდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„უკრაინას არ უწარმოებია და არც მომავალში აწარმოებს ძირგამომთხრელ მუშაობას ბელარუსის წინააღმდეგ, განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე გაგზავნა თავისი სპეციალისტების ნაწილი ბელარუსში და მზად არის კიდევ უფრო მეტის გასაგზავნად“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

რას ითხოვს რუსეთისგან ციხანოუსკაია

უკრაინის გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებების ადრესატი იყო ასევე ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც, როგორც ლავროვმა აღნიშნა, თურმე მინსკში მდებარე რუსეთის საელჩოს მიმართა თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მანამ, სანამ საბჭოს საქმიანობა არ იქნება ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისი და ვიდრე ამ საბჭოში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ემხრობიან „ბელარუსიზაციას“ და ილაშქრებენ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის წინააღმდეგ.

„როდესაც დაიწყო პირველი დემონსტრაციები და სამართალდამცველ ორგანოებთან დაპირისპირება, ისმოდა პირდაპირი მოწოდებები სამართალდამცველების მისამართით, რომ ეღალატათ ფიცისათვის და გადასულიყვნენ ხალხის მხარეზე, რის სანაცვლოდაც, როგორც ისინი (საკოორდინაციო საბჭოს წევრები) აცხადებდნენ, მიიღებდნენ ანზღაურებას და გადაეცემოდათ ბინები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ თავდაპირველად გვსურს ვიცოდეთ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს წარმოადგენენ ისე, თითქოს მხოლოდ ისინი ფიქრობდნენ ბელარუსი ხალხის მომავალზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოდან არავინ გამოხმაურებია.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა ფრთხილად ეკიდება კრემლის მხრიდან სავარაუდო ჩარევასა და გეოპოლიტიკაზე საუბარს, რაც სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიც გამოჩნდა.

„ეს არის შიდა კრიზისი და არა გეოპოლიტიკური. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ რუსეთის მეგობარი ქვეყანა ვართ და მსგავს მოქმედებას (რუსეთის მხრიდან ბელარუსის შიდა საქმეში ჩარევა) მოჰყვება ნეგატიური რეაქცია რუსეთის უბრალო მოქალაქეების მხრიდან. ჩვენი ხალხები მეგობრები არიან, ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან ასეთი დახმარება. ჩვენ ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და ბელარუს ხალხს მიანდოს თავისი შიდა კონფლიქტის გადაჭრა“, - აცხადებს სვიატლანა ციხანოუსკაია.

ლიეტუვაში მყოფი ციხანოუსკაია ამ დღეებში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმებისთვის ემზადება.

ესტონეთის ინიციატივით ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 4 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს, ხოლო 8 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტში.

პარალელურად ამ კვირაში კიდევ უფრო გააქტიურდება მოლაპარაკებები მოსკოვსა და მინსკს შორის.

როგორცსერგეი ლავროვმა განაცხადა ოთხშაბათს, 3 სექტემბერს მინსკში ჩავა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი.

ამ ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია, მაგრამ მოელიან, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში ყოფნის დროს ეკონომიკური საკითხების გარდა საკმაო დროს დაუთმობს ასევე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსაც.

ხოლო 4 დეკემბერს მოსკოვში გაემგზავრება ბელარუსის თავდაცვის მინისტრი, ვიქტარ ხრენინი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების თავდაცვის საბჭოში მიიღებს მონაწილეობას და წაიკითხავს მოხსენებას „ერთიანი ძალისხმევის კონსოლიდაციით შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის მუქარის თავიდან აცილების შესახებ“.

გზავნილი ვაშინგტონიდან

9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსი რჩება საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემად.

25 დღეა, ბელარუსში არ წყდება ხალხმრავალი მშვიდობიანი აქციები, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ საპრეზიდენტო არჩევნების „გაყალბებული“ შედეგების მიმართ, გმობენ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებს და ითხოვენ ახალ - თავისუფალ და სამართლიან - არჩევნებს.

2 სექტემბერს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ლუკაშენკას რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტოს რეპრესიები და საშუალება მისცეს მოქალაქეებს აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ბელარუსის მთავრობის მიერ ოპოზიციის მომხრეთა გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

პომპეომ 2 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ აშშ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილავს სერიოზული სანქციების დაწესების თემას მათ მიმართ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, გასულ კვირაში მისი დავალებით იმოგზაურა რეგიონში და განაცხადა ვაშინგტონის პოზიცია, რომ „ბელარუსის ხალხი იმსახურებს უფლებას თვითონ აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი“.

სტივენ ბიგანმა ამ ვიზიტის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, რომელშიც კვლავ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი განიხილავს „ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის დამატებით ზომებს“, რომ მან შეასრულოს საერთაშორისო მოთხოვნები.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნებია უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, მათ შორის ვიტალი შკლიაროვისა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა, რაც შესაძლოა უფრო ნაკლებ დრამატულია, ვიდრე იყო ერთბაშად არჩევნების შემდეგ, მაგრამ ბოლო დღეებში კვლავ ვართ ამის მოწმენი“, - განაცხადა სტივენ ბიგანმა.

პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი ჯერ კიდევ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და საპროტესტო აქციების დაწყებამდე დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, გამოძიება ცდილობს შკლიაროვი დაუკავშიროს სიარჰეი ციხანოუსკის საქმეს, ცნობილი ბლოგერისა, რომლის ცოლი, სვიატლანა, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავარი მეტოქე იყო არჩევნებში.

შკლიაროვი პოლიტკონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლ ბერნი სანდერსის კამპანიებში; მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში 2017 წელს; ქსენია სობჩაკის შტაბში რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში; საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის მთავარი პოლიტტექნოლოგი.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80 %-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ კი, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, დაახლოებით, 10 % მიიღო.

ციხანოუსკაიამ და მისმა მომხრეებმა არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70 %-ით.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა.

არეულობის შეეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, ხოლო 10 დაკარგულად ითვლება.

საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ბელარუსის რეჟიმმა საპატიმროებიდან გაათავისუფლა გამოსვლების პირველ დღეებში დაკავებულები.

თუმცა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაშინება და დაპატიმრება კვლავ გრძელდება.

1 სექტემბერს მილიციის „ომონმა“ მინსკში დააკავა 120 დემონსტრანტი.

მათ შორის არის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი 6 ჟურნალისტი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о строительстве моста через Москву-реку у Берегового проезда


Спорт в России и мире
Москва

ЭСК указала на ошибки главного арбитра дерби ЦСКА — «Спартак» Казарцева


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Институт СТЭИ при поддержке Комитета общественных связей и молодежной политики города Москвы реализует проект "Вода Москвы"





Путин в России и мире
Москва

«Ану-ка, девушки!»: какой была легендарная передача, которая вернется на ТВ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Анциферова заявила, что уехавшие из России артисты мозолили глаза на ТВ



Москва

Искусство Победы: После демонстрации. Они видели Сталина

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net