პენტაგონის თანახმად, ტაჯიკეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც შეიძლება ჩინეთი სამხედრო ბაზების შექმნას ესწრაფვის
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ტაჯიკეთი იმ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც ახალი სამხედრო ბაზების დაფუძნებას შეიძლება გეგმავდეს ჩინეთი, რომელიც აფართოებს მსოფლოში უდიდეს მუდმივ სახმელეთო ძალებს.
პენტაგონის ყოველწლიურ არასაიდუმლო 200 გვერდიან ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 1 სექტემბერს, ასევე ნათქვამია, რომ მომავალ ათ წელიწალში პეკინი აპირებს გააორმაგოს ბირთვული ქობინების მარაგი. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სახალხო განთავისუფლების არმიის სამხედრო ობიექტების შესაძლო განთავსების ადგილებად განიხილავს მიანმარს, ტაილანდს, სინგაპურს, ინდონეზიას, პაკისტანს, შრი ლანკას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კენიას, სეიშელებს, ტანზანიას, ანგოლას და ტაჯიკეთს“, წერია ანგარიშში, რომელიც ასევე იტყობინება, რომ ჩინეთს აქვს უდიდესი საზღვაო ფლოტი, რომელსაც გაჩნია გემთმშენებლობის ძლიერი მარაგი.
ტაჯიკეთში ახლა რუსეთის 201-ე მოტომსროლელთა დივიზიის 7000 სამხედროა განთავსებული სამ ბაზაზე, რომლებიც მიჩნეულია რუსეთის სამხედრო ბაზებად ტაჯიკეთში. რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია პენტაგონის ანგარიშში ტაჯიკეთის ხსენების გამო.