BBC: გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან, აღნიშნულია სტატიაში.
გერმანიის მთავრობა რუსეთს სასწრაფო ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებს.
„შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრებს შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეხვდა.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.