Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 11.06.2018

შსს: ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია

Radiotavisupleba.ge 

"ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ძლიერი წვიმის შედეგად „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი დაიტბორა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის რაიონში პრობლემები შეიქმნა. ამ დროისთვის დატბორილია „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. გზის საავტომობილო მონაკვეთზე მომატებულია წყლის დონეა, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ.

“გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ სიცრუის ტირაჟირებას ხელი არ შეუწყონ” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ: “ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის _ ,,ნათელი ქრისტესი. საქართველოს“ I და II ტომები 3000 ლარი ღირს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ იგი არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა […]



რუსთაველის გამზირზე აქცია ერთი კვირით დაიშალა

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ მხარდამჭერებს მოუწოდა ერთი კვირით შეწყვიტონ პარლამენტის შენობის წინ შეკრება. ეს გადაწყვეტილება სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან სერგი კაპანაძესთან და „ევროპული საქართველოდან“ კომისიის სხვა წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სარალიძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს საგამოძიებო კომისიისა და ჭეშმარიტების დადგენის, მიუხედავად იმისა, რომ „მოწმეები არ არსებობს,ნივთმტკიცებები არ არსებობს და რთული ვითარებაა ამ საქმის გახსნის მხრივ“. Читать дальше...

საკრებულოს „დაკავებული" წევრები აქციაზე მივიდნენ

Radiotavisupleba.ge 

დღის განმავლობაში დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრები საღამოს აქციაზე მივიდნენ. საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ აქციის წევრების კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცა. ხაბეიშვილი მიკროავტობუსის დაბრუნებას ითხოვს.

აშშ-მა აამოქმედა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა აამოქმედა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რის შესახებაც ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სანქცირებულების სიას დაემატა რუსეთის სამი კომპანია და რუსეთთან დაკავშირებული ორი საერთაშორისო სტრუქტურა. სანქცირებულია, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული ფირმა „დაივტეხნოსერვისი“, რომელიც აწარმოებს მყვინთავებისა და წყალქვეშა აღჭურვილობას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, „დაივტეხნოსერვისმა“ 2011 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან გააფორმა... Читать дальше...

„კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ - გამოფენა 150 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

12 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში იხსნება გამოფენა  „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, სადაც გამოიფინება კავკასიის რეგიონის გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები.



„კავკასის ბიომრავალფეროვნება“ - გამოფენა 150 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

12 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში იხსნება გამოფენა  „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, სადაც გამოიფინება კავკასიის რეგიონის გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები.

დაჭერილი ხალხი და დაშლილი კარვები

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს 19 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. პოლიციელებმა საავტომობილო გზაზე განთავსებული კარვები შუადღისას პარლამენტის შენობის წინ, კიბეებთან გადაიტანეს, ხოლო საღამოს მთლიანად დაშალეს. ამ დროს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. მათი თქმით, საპატრულო პოლიციამ მათი დაღლილობით ისარგებლა.

დასასრულს უახლოვდება მზადება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტისათვის

Radiotavisupleba.ge 

სინგაპურში გაიმართა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ორმხრივი სამიტისთვის მზადების ბოლომდე მისაყვანად, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა „ძალიან კარგად ჩაივლის“. 12 ივნისის სამიტზე ყურადღების ცენტრში იდგება ფხენიანის ბირთვული არსენალი და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ მიმართული ძალისხმევა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისის პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამიტი იძლევა „უპრეცედენტო შანსს... Читать дальше...

დონალდ ტრამპმა ისევ გააკრიტიკა აშშ-ის მოკავშირეები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ორშაბათს კვლავ გააკრიტიკა „დიდი შვიდეულის“ წევრები. სინგაპურიდან 10 ივნისს გავრცელებულ ტვიტებში ტრამპი თავისი ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს ადანაშაულებს უსამართლო ვაჭრობასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის დაბალი ხარჯების გაღებაში. მისი სიტყვებით, კანადა წელიწადში 100 მილიარდამდე დოლარს იღებს აშშ-თან ვაჭრობით, რადგან 270-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული ამერიკულ რძის ნაწარმზე. "და ამის მერე ჯასტინს ნაწყენად მოაქვს თავი, როცა პასუხს სთხოვენ", - წერს ტრამპი ტვიტერში. Читать дальше...

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე სულ 19 პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე. ჭელიძის განცხადებით, ამ პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. Читать дальше...

მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება – ირაკლი კობახიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენებით დაინტერესდება. განცხადება კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. “დავინტერესდებით მომხდარის ყველა დეტალით. ძალის გამოყენება ხელისუფლების პრეროგატივაა, მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება. ბუნებრივია, ამ კუთხით დავიტერესდებით, შს სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება... Читать дальше...

შსს მოუწოდებს მოქლაქეებს აზრის გამოხატვა მოახდინიონ კანონმდებლობის შესაბამისად

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქლაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინიონ კანონმდებლობის შესაბამისად. „იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღდვის მცდელობას პოლიცია მპახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“ - ამის შესახებ სამინისტროს წარმოადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ცნობითვე, 11 ივნისს  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-2 და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი. Читать дальше...

ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ, მათ პროცესი მანამდე დატოვეს პროტესტის ნიშნად. ზვიად კუპრავა დანარჩენ 3 პირთან ერთად პოლიციამ 11 ივნისის გამთენიისას დააკავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელებმა პარლამენტის შენობასთან მდებარე ტროტუარიდანაც აიღეს ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზტორების მიერ დადგმული კარვები. მანამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო ნაწილიდან კარვები დააბრუნეს პარლამენტის წინ, საიდანაც აქციის მონაწილეებმა 10 ივნისს ღამით გადაიტანეს საავტომობილო გზაზე. სამართალდამცავებმა მიზეზად დაასახელეს აქციის მონაწილეთა სიმცირე, რომლის გამოც დაუშვებელია საავტომობილო მოძრაობის პარალიზება. საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე... Читать дальше...

როგორ აპირებენ ინდუსტრიის აღდგენას რუსთავში

Radiotavisupleba.ge 

როგორ აღვადგინოთ რუსთავში  ინდუსტრია, როგორ  დავძლიოთ უმუშევრობა ქალაქში, სადაც ძველი ინდუსტრიული პოტენციალის მხოლოდ აჩრდილიღა დარჩა. ერთ-ერთ გამოსავლად პარლამენტარებს,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მიაჩნიათ.


Музыкальные новости
Карди Би

Карди Би и Offset снова вместе спустя 5 месяцев после расставания





Персональные новости
#123ru.net

Житель Удмуртской Республики выиграл в гослотерею от «Столото» более 33 миллионов рублей





ანრი ოხანაშვილი: სახელმწიფოს ჩარევა იყო ადეკვატური

Radiotavisupleba.ge 

„მმართველი გუნდია ნომერ პირველი ძალა, რომელიც ამ ოჯახების გვერდით იდგება ბოლომდე, რათა აღსრულდეს სამართალი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი შეფასებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები ვერ ექცეოდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა იყო ადეკვატური. „როცა არსებობს ემოციური... Читать дальше...

დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს პარტიის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და ათობით თანამებრძოლი. უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ ავტომანქანაში სავარაუდოდ, ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.  სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, არეულობა მოხდა ქაშუეთის ტაძართან, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის... Читать дальше...

ევროპარლამენტი შესაძლოა, გამოვიდეს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის დეპუტატები აპირებენ რეზოლუციაში, რომელიც შეეხება რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, შეიტანონ პუნქტი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დიპლომატიური ბოიკოტირების შესახებ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი თავის წყაროზე დაყრდნობით ტვიტერზე წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც 14 ივნისს უნდა მიიღონ, სავარაუდოდ, იქნება მოწოდება ბოიკოტისკენ.

შსს: პარლამენტთან დაკავებული ერთ-ერთი პირი ძებნილია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს, პარლამენტთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. სამინისტროს განცხადებით, „ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.“ შსს-ს ცნობითვე, მოქალაქე ი.ა.5 ივნისიდან იძებნებოდა, გ.ა. კი ქურდობის ბრალდებით... Читать дальше...

ავღანეთში 30-ს გადააჭარბა თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მომხდარი თავდასხმების შედეგად. ქაბულში 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა სოფლის განვითარების სამინისტროსთან, სადაც თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ავღანეთის არმიის 10 ჯარისკაცი და პოლიციის 5 თანამშრომელი ემსხვერპლა ყუნდუზის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას, რომლის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძრაობა „თალიბანი“ დაადანაშაულა. თავდასხმა მოხდა ქალაქ ჯელალაბადის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობასთანაც. Читать дальше...

ზვიად დევდარიანი სასამართლოში ჩივის ღირსებისა და პატივის შელახვისთვის

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ზვიად დევდარიანი, რომელიც მარტში "ქალთა მოძრაობამ" სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში დაადანაშაულა და ამ ბრალდებებს შსს იძიებს, სასამართლოში ჩივის ღირსებისა და პატივის შელახვის გამო. ადვოკატთან ერთად მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის და ერთი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. დევდარიანი და მისი ადვოკატი ღიად მხოლოდ მხოლოდ სარჩელის 8 ადრესატს ასახელებენ და თავს იკავებენ კიდევ 4-ის სახელის დაკონკრეტებისგან, რადგან ეს ის პირები არიან... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Динамо» возглавило турнирную таблицу РПЛ после победы над «Сочи»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

«У меня больше нет сил бороться». Елена Рыбакина раскритиковала WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин приехал в храм Христа Спасителя на пасхальную службу


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



BTS

Поклонники выражают разочарование по поводу дорамы BTS «Начало ≠ Молодость»



Москва

Дошкольное образование: Год Семьи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net