დონალდ ტუსკი ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებისა და ალუმინისა და ფოლადის პროდუქტებზე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით და თვა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა „ევროპა ილუზიებისგან გაანთავისუფლა“. დონალდ ტუსკმა კრიტიკული განცხადებები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ევროკავშირისსამიტის წინ გააკეთა. „როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებს განიხილავ, შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა - როდესაც ასეთი მეგობრები გყავს, მტერი აღარც გჭირდება“ - უთხრა ტუსკმა ჟურნალისტებს.