სომხეთში ამჯერად ერევნის მერის გადადგომას მოითხოვენ
ათობით მომიტინგე შეიჭრა ერევნის საკრებულოში სომხეთის დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საკრებულოს შენობის წინ ხეების გაჩეხვას და ბრალს დებდნენ ქალაქის მერ ტარონ მარქარიანს კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების არასათანადო განკარგვაში. მომიტინგეებმა ერევნის მერს ბრალი დასდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის თანამოაზრეობაში.