რუსეთი და გერმანია აცხადებენ, რომ ეცდებიან ირანთან დადებული ხელშეკრულების შენარჩუნებას
რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ იმუშავებენ ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების შესანარჩუნებლად მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა ამერიკის მიერ ამ შეთანხმების დატოვების შესახებ. სერგეი ლავროვმა, ჰეიკო მაასთან მოსკოვში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ-ის მიერ დაწესებულმა ახალმა სანქციებმა არ უნდა ჩაშალოს თეირანსა და მსოფლიოს 6 ქვეყანასთან დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულებამ, რომელსაც ირანთან მიაღწიეს აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ, ირანს სანქციები მოუხსნა, თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ჰეიკო მაასმა, თავის მხრივ, თქვა, რომ ირანმა უნდა შეასრულოს ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მიუხედავად აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციებისა.