დანაშაული იმეილით, სკაიპით ან ვაიბერით
ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი წაუყენეს: მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.