გამარჯვების დღის გამოსვლაში პუტინი მინიშნებით აშშ-ს აკრიტიკებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაცისტური გერმანიის დამარცხების აღსანიშნავად წითელ მოედანზე წარმოთქმულ გამოსვლაში მინიშნებით გააკრიტიკა აშშ - მან "პრეტენზიები და განსაკუთრებულობის განცდა" დაასახელა ნაცისტთა აგრესიის წარმმართველ ფაქტორებად და განაცხადა, რომ მსგავსი დამოკიდებულება კვლავაც უქმნის საფრთხეს გლობალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, 9 მაისს აღნიშნავდნენ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც - უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მაგალითად, რუსეთს უწოდა აგრესორი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კიევის კონფლიქტი შეადარა თავდაცვას ნაცისტების წინააღმდეგ, ათწლეულების წინ. მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმიც გაიმართა, ჩაიარა ათასობით სამხედრომ და მძიმე შეიარაღებამ, ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემების ჩათვლით.