ქაბულში მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას პოლიციის განყოფილებებზე
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავდამსხმელებმა პოლიციის ორ განყოფილებაზე მიიტანეს იერიში, რასაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ ოცი - აცხადებს მთავრობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაის ბარმაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდასხმაში მონაწილეობა რვა ექსტრემისტმა მიიღო. პირველ თავდასხმაში, რომელიც დაშტ-ე ბარჩის უბანში მოხდა, ორმა ექსტრემისტმა ხელყუმბარები ისროლა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მესამე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. მეორე იერიში განხორციელდა შარ-ე ნაუს ბიზნეს-უბრანში, სამოგზაურო სააგენტოს ოფისთან, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება ინდოეთის ვიზის მოპოვებაში. პოლიციის განყოფილების წინ თავი აიფეთქა მოიერიშემ, რითიც გზა გაუხსნა კიდევ ოთხ თავდამსხმელს - ამბობს ბარმაკი. პირველ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ", მეორე თავდასხმაზე - თალიბანმა.