იუწყებიან, რომ სირიაში თავდასხმის სამიზნე იყვნენ ირანის სამხედროები, არის მსხვერპლი
სირიის სახელმწიფო მედია ისრაელს ადანაშაულებს სარაკეტო თავდასხმაში დამასკთან ახლოს მდებარე სამიზნეზე და აცხადებს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოახერხა ორი რაკეტის ჩამოგდება. ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ 8 მაისს განხორციელებული თავდასხმის სამიზნე, საწყობები და რაკეტების სატყორცნები სავარაუდოდ ეკუთვნოდა ირანის ელიტურ დანაყოფს, რევოლუციის გუშაგებს და თავდასხმას ცხრა პირი ემსხვერპლა. იგივე წყარო ამბობს, რომ დაუდგენელია დაღუპულები ირანელები თუ არიან. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება, რომ თავდასხმა მოხდა დამასკიდან სამხრეთით, კისვეჰში და მას ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. თავდასხმა მოხდა მალე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა გამოაცხადა, რომ აშშ გადის ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან. ამ ნაბიჯის შემდეგ ისრაელი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ სირიაში აღინიშნა ირანის ძალების "არარეგულარული აქტოვობა" და გოლანის სიმაღლეებზე სამოქალაქო უწყებებს დაავალა მოემზადებინათ დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრები, ახალი თავდაცვის ძალები და მობილიზაციაში მოეყვანათ რეზერვისტთა ნაწილი. ირანი, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, წარსულში აცხადებდა, რომ პასუხს გასცემდა ისრაელის მიერ სირიაში, ირანის ძალებზე მიტანილ იერიშებს.