დაიწყო კანის კინოფესტივალი
კინოს სამყაროში არ არსებობს რეჟისორი, რომელიც არ ოცნებობდეს თავისი ფილმის პრემიერაზე სწორედ კანში, საფრანგეთის ამ პატარა ქალაქში, რომელიც ფესტივალის დროს მართლაც კინოთი ცხოვრობს; სადაც პურის გამყიდველი ყოველ დილით ეკითხება კინოკრიტიკოსს, როგორ ჩაიარა წუხელ ფილმის პრემიერამ; ქალაქში, რომლის წლიური ბიუჯეტის ნახევარი სწორედ კანის ფესტივალის დღეებიდან ივსება.