მშვიდობა და ღირსეული პენსია - ვეტერანთა სურვილები
88 წლის ნორა კუჭავა ქუთაისში, საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში, დილის 10 საათზე მივიდა და ერთ-ერთ კედელზე ძმის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბორის კუჭავას, ფოტოსურათი მოძებნა. ნორა კუჭავა ამბობს, რომ მისი ძმა ომში 17 წლის ასაკში დედის სურვილის საწინააღმდეგოდ მოხალისედ წავიდა, ორი წლის შემდეგ კი ოჯახს მისი დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.