გორში აკრძალული საბჭოთა დროშა და სტალინის ბიუსტი ქალაქის ცენტრში
„დახვრეტა, გადასახლება“ - 1937 წლის რეპრესიებისდროინდელი ტერმინები დღეს ისევ ისმოდა გორში. დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და კომუნისტებს შორის იმ სტიკერების დარიგებისას დაიწყო, რომლებზეც იყო წარწერა -„რუსეთი ოკუპანტია“. ამ სტიკერებმა სტალინისტები გააღიზიანა და დახვრეტა- გადასახლება გაახსენა. სამოქალაქო აქტივისტმა ირინა ცააძემ სტიკერები მაინც დაარიგა.