ტრამპი: აშშ გადის ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულებიდან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან 2015 წელს მიღწეულ ხელშეკრულებას, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აწერდნენ ხელს. ხელშეკრულებამ ირანს ფინანსური სანქციები შეუმსუბუქა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. 8 მაისს ტრამპმა ამ ხელშეკრულებას უწოდა "დეფექტური თავის არსში" და განაცხადა, რომ მას სურს ირანის ბირთვულ საფრთხეს მოეძებნოს რეალური და გრძელვადიანი გადაწყვეტა. ტრამპს ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები 12 მაისამდე არ გამოასწორებდნენ ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელ ნაკლებს", ის აშშ-ს გაიყვანდა შეთანხმებიდან. აშშ-სთან ერთად ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის იყვნენ გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ბრიტანეთი. ისინი ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინა შეთანხმება - ამ ქვეყნების აზრით, შეთანხმება წარმოადგენდა საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ ირანს ვერ მოეხერხებინა ატომური იარაღის შექმნა.