ადვოკატი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული
ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისთვის მათ გადასაცემად.