ფიფამ რუსეთი დააჯარიმა საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის დროს რასისტული გამოხდომების გამო
ფიფამ (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ) სამშაბათს გამოაცხადა, რომ 30 ათასი შვეიცარული ფრანკით (30 ათასამდე დოლარით) დააჯარიმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია რასისტული გამოხდომებისათვის, რომლებიც დაფიქსირდა სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩის დროს. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, მისმა ფოტოგრაფმა მარტში გამართული მატჩის მსვლელობაში რამდენჯერმე მოჰკრა ყური რუსი გულშემატკივრების მიერ მაიმუნის შეძახილების იმიტაციას, როცა ბურთს ზოგი ფრანგი ფეხბურთელი ფლობდა. რუსეთი პირობას დებს, რომ ალაგმავს რასიზმს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც წელ, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უმასპინძლებს.