ოჯახი 15 წლის თიკო ნიკოლაძეს მეორე დღეა ეძებს
Facebook Messenger Viber Twitter 15 წლის მოზარდს თიკო ნიკოლაძეს ოჯახი მეორე დღეა ეძებს. ინფორმაციას დაკარგული გოგონას დეიდა სალომე კანდელაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ცნობით, არასრულწლოვანი სკოლაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.