საქართველოს პარლამენტი ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოდის ყოველწლიური ანგარიშით. მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ, დეპუტატებთან ერთად ისმენენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლა ბოლოა მისი პრეზიდენტობის პირველი ხუთლწიანი ვადის განმავლობაში. მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს.